დანიშვნიდან 1 თვეში - გია ცეცაძე "საბურთალოს" აღარ გაწვრთნის!

AutoSharing Option
ფოტო: fb.com/fc.saburtalotb/

თბილისის "საბურთალოს" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი 8 იანვარს დანიშნულმა გია ცეცაძემ დატოვა.

"საფეხბურთო კლუბ "საბურთალოსა" და უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი შეწყდა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის გია ცეცაძეს გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს!

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც "საბურთალოს" ესპანურ "ალკოიანოსთან" ელის, ამხანაგურ მატჩში გუნდს გამოცდილი სპეციალისტი თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს.

თუ ვინ იქნება მომავალში "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გუნდი ესპანური შეკრებიდან სამშობლოში ხვალ დაბრუნდება",
- ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 54 /
ქართველი გულშემატკივარი იმსახურებს იმას, რომ კლუბმა განმარტოს 1 თვის მოყვანილი მწვრთნელის გუნდიდან გაგდების მიზეზი. არარტთამ წაგების შემდეგ, ისედაც ბევრი გულშემატკივარი დაკარგეთ და ეხლა მაინც ნუ ბნელობთ და განმარტეთ რა მოხდა. დიახ, გუნდიდან გააგდეთ მწვრთნელი და არა გაუშვით. შეკრებიდან გამოაგდეთ და გვითხარით მიზეზი. ჩვენ ამას ვიმსახურებთ!!!
სხვა რაკურსი
14:29 13-02-2020
2
თუ ქართულ კლუბს ევროსარბიელზე წარმატების მიღწევა სურს უნდა ჰყავდეს უცხოელი მწვრთნელი, რომელიც ევროპული ხედვით, ევროპული გამოცდილებით, ევროპული მენტალიტეტით და ევროპული დისციპლინით გაწვრთნის გუნდს... ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს მოუწესრიგებლობა, უდისციპლინობა, გაუპარსავობა, ჩემი და შენი ფეხბურთელები, ატკატები, პადიომნი თანხები და საბჭოთა კავშირი... რომელი კლუბის პრეზიდენტსაც მასტერკა ტვინი მაინც აქვს თავში ასე მოიქცევა თუ არადა დარჩება ისევ განავალში...
zura
12:24 13-02-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული