დანიშვნიდან 1 თვეში - გია ცეცაძე "საბურთალოს" აღარ გაწვრთნის!

AutoSharing Option
ფოტო: fb.com/fc.saburtalotb/

თბილისის "საბურთალოს" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი 8 იანვარს დანიშნულმა გია ცეცაძემ დატოვა.

"საფეხბურთო კლუბ "საბურთალოსა" და უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი შეწყდა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის გია ცეცაძეს გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს!

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც "საბურთალოს" ესპანურ "ალკოიანოსთან" ელის, ამხანაგურ მატჩში გუნდს გამოცდილი სპეციალისტი თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს.

თუ ვინ იქნება მომავალში "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გუნდი ესპანური შეკრებიდან სამშობლოში ხვალ დაბრუნდება",
- ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 54 /
კრცი ა კუციუნ.
ტიგრან
19 თებერვალი 2020 15:20
0
ფაქტი ფაქტად რჩება - არარატ არმენიასთან განცდილი მარცხის შემდეგ დაიწყო საბურთალოს სრული კრიზისი. ზოგადად ატმოსფერომ (როგორც გარეთ ისევე კლუბის შიგნით შექმნილმა) ძალიან იმოქმედა კლუბზე. დააკვირდით, დღემდე სადაც კი საბურთალოს შესახებ რაიმე საუბარი დაიწყება მაშინვე ამ თამაშს ახსენებს ყველა და ეს ალბათ კარგახანს ასე გაგრძელდება. წნეხი დღემდე გრძელდება და ეს ბუნებრივია. საქმე ისაა, რომ თავად კლუბში ამ წნეხისაგან თავის დაღწევის სტრატეგია არ ჩანს. სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად უფრო მეტი მცდარი ნაბიჯი და ინტიგა ჩნდება. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს გარედან...
კაპიტნის არჩევაზე თუ ვისაუბრებთ, მწვრთნელის მიერ კაპიტნის დასახელების პრაქტიკა აღარ არსებობს. შესაძლოა იყოს სადმე შემორჩენილი (უფრო ნაკრების დინეზე) მაგრამ კლუბებში ასე აღარ არის. თანამედროვე ტენდენციაა როდესაც მწვრთნელი კლუბის მოთამაშეებს აძლევს კაპიტნის არჩევის შესაძლებლობას. ლიდერი მოედანზე უნდა შეირჩეს ფეხბურთელების მხრიდან. რაც შეეხება მწვრთნელს - ჩემი აზრით, საბურთალოსთვის ორგანულად ზედგამოჭრილი მწვრთნელი ჭიაბრიშვილია. მაგრამ, კლუბში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მისი ხელმეორედ დანიშვნა კიდევ უფრო დიდ შეცდომამდ მიმაჩნია. ეს შესაძლოა მოხდეს მომავალში, რამოდენიმე სეზონის შემდეგ. ამ ეტაპზე კი ყველაზე მისაღებ კანდიდატად დევდარიანი მიმაჩნია.
ანესთეზეოლოგი
14 თებერვალი 2020 12:03
2
კომენტარებს შერჩევით რომ აქვეყნებთ ფაქტია. სულ კარგად ბრძანდებოდეთ.
გია
14 თებერვალი 2020 10:20
2
საბურთალოს ხელმძღანელები აშკარად არაპროფესიონალები არიან და ტალახში ამოსვარეს გუნდის ავტორიტეტი, გული მტკივა ამ ყველაფერზე.
ლევანი
14 თებერვალი 2020 07:06
2
ოჰოჰო ყომარბაზებს როგორ ჩარჩენილი აქვთ საბურთალოს წაგება არარატთან :)) ბევრი წააგეთ? შეეშვით ყომარს და მოგიწესრიგდებათ ნერვები.
არაფერი გაყიდული არ იყო! მოგვიგეს და მორჩა! დედამიწაზე არცერთ გუნდს არ თხოვენ პირველივე ჯერზე ევროპის დაპყრობას და ნუ გავიწყდებათ რა დონის ჩემპიონატი გვაქვს. რაც შეუძლიათ აკეთებენ. ზედმეტმა თავდაჯერებამ დაღუპა საბურთალო არარატთან და არა თამაშის გაყიდვამ
Superman
14 თებერვალი 2020 04:03
7
გაყიდული იყო ბრატ აბა რა იყო, იქ ტაიმბოლი ამოაგდეს აქ საერთოდ ტრიუკი აჩვენეს და იმიტომაც გაიქცა ჭია
ზურა
14 თებერვალი 2020 10:16
3
საქართველოს სირცხვილია "საბურთალო"
გიორგი
14 თებერვალი 2020 03:02
5
სირცხვილი ხარ შენ!!!!
დავითი
14 თებერვალი 2020 15:04
3
არ ვამბობ რომ ცეცაძის გარეშე საბურთალოსთვის აპოკალიფსი დაიწყება მაგრამ ასეთი აფსურდი არ გამიგია. ხეჩიკაშვილი როგორი მინისტრიც იყო ისეთივე მმართველია. სულ არ ვარ საბურთალოს გულშემატკივარი მაგრამ მინდა საბურთალო ძლიერი კლუბი იყოს და დონე ამაღლდეს ლიგაში. ასეთი ამბები კი ძალიან ცუდია ყველასთვის.
zena
13 თებერვალი 2020 19:52
2
არარატთან 0-5 რო წაეგოთ და გაფარჩაკებულიყვნენ, ეგ აჯობებდა , ვიდრე ის რაც გაააკეთეს ვითომ რო იბრძოლეს და ვითომ რო არარატმა შეძლო შეუძლებელი. ვის აბოლებთ ბიჭო?! / გადაახვიეთ და ნახეთ რა არაადეკვატური გადაცემები ქონდათ ტიპებს, ზონებს როგორ ტოვებდნენ, პასი უაზროდ უკან იმდენჯერ იყო გაკეთებული, და ბოლოს პენალის აკიდება იყო რაღაც ლიკვიდაციიის მსგავსი!!!/ იცი რა არი ? იუვე, ფიორენტინა, ლაციო, მილანი თუ ყომარობდნენ , საბურთალო საერთოდ ვინღაააა? კაი კუში ქონდა ძმაო, მე პირადად შერიფთან საბურთალოს მოგებაა მეწერა 10.0 ქონდა კუში , იგივე იყო არარატთანაც,/ ყველა , აბსოლიტურად ყველა ლაპარაკობდა რომ გასვლას მოიგებდნენ და სახში წააგებდნენ ... იმიტომ რომ ამ შემთხვევაში იყო კოეფიციენტები მომგებიანი ,/ სად გინახიათ ხალხო 0-3 მოეგოს და 10.0-იან კუში წარმოების გუნდს,/ მითუმეტეს ქართულს.../// არ მინდა დავიჯერო რო ბათუმიც ამ ნეხვში ამოისვრება , როგორც სხვა ყველა დანარჩენი
Vasili
13 თებერვალი 2020 19:23
6
მორჩით რა ბოდვებს ნეტა მართლა გჯერათ რასაც წერთ თუ ანტიპიარში გიხდინ რამეს
დავითი
14 თებერვალი 2020 15:07
2
სასომხეთიდან ჩამოიყვანეთ ვინმე...
buba
13 თებერვალი 2020 18:12
10
ეს გუნდა უნდა დაიშალოს, ქვეყნის სირცხვილია ამ გუნდის არსებობა.
SPQR
13 თებერვალი 2020 17:42
20
სირცხვილი ხართ თქვენ ვითომ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები!!!!!
დავითი
14 თებერვალი 2020 15:08
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული