დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალოს" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი გია ცეცაძემ დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბიდან წასვლის მიზეზი ფეხბურთელებთან უთანხმოება იყო.

თბილისის "საბურთალოს" დროებით თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს, ხოლო დედაქალაქური კლუბის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ახალი მწვრთნელის ვინაობა გახდება ცნობილი.

დღეის მდგომარეობით, "საბურთალოს" თავკაცის პოსტზე სამი თავისუფალი მწვრთნელი შეიძლება მოვიაზროთ:

გიორგი ჭიაბრიშვილი - თბილისელთა ყოფილმა მწვრთნელმა კლუბი სეზონის ბოლოს დატოვა. "საბურთალოს" მიერ დავით ყიფიანის თასის მოგების შემდეგ ჭიაბრიშვილმა განაცხადა:

"ამ ეტაპზე ვიცი, რომ შემდეგ წელს გუნდში აღარ ვიმუშავებ. აქ ექვსი წლის
განმავლობაში გუნდთან ერთად დიდი გზა გავიარე, მოვიპოვეთ თასი და ჩემპიონობა და "საბურთალოს“ გუნდი პირნათელმა დავტოვე, აქ კი აღარ დავრჩები. დროა, წავიდე სახლში და დავისვენო."

"საბურთალოს" ეს გუნდი გიორგი ჭიაბრიშვილის შექმნილია და ჩემპიონატში მიღწეული შედეგები მისი დამსახურებაა. მაგრამ, ამავდროულად, "საბურთალო" მისი ხელმძღვანელობის დროს დამარცხდა "არარატ-არმენიასთან", რასაც ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა.

მისი დაბრუნების მთავარი ფაქტორი ის შეიძლება იყოს, რომ ჭიაბრიშვილი კარგად იცნობს ამ ფეხბურთელებს და გუნდში სიტუაციის განმუხტვა ყველაზე კარგად მას ძალუძს.

გიორგი დევდარიანი - ამჟამად თავისუფალია 47 წლის სპეციალისტი, რომელიც  თბილისური კლუბის ჩაბარების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატურა იქნება. გიორგი დევდარიანს ეროვნული ლიგის სამი კლუბი გაუწვრთნია (თბილისის "დინამო", გორის "დილა", "ლოკომოტივი").

დევდარიანს კარგი შედეგი გორის "დილაში" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე ჰქონდა, როდესაც დანიური "ოლბორგი" და ხორვატიული "ჰაიდუკი" გამოთიშა გათამაშებას, პლეი- ოფში კი ვენის "რაპიდთან" ორრაუნდიან დაპირისპირებაში 0:4 დამარცხდა.

სხვადასხვა დროს წვრთნიდა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებ გუნდებს, იყო შოთა არველაძის ასისტენტი თურქულ "ტრაბზონსპორში".

სოსო ფრუიძე - 2008 წლიდან მოყოლებული, 62 წლის სპეციალისტი საჩხერულ კლუბს წვრთნიდა. მის ხელმძღვანელობით "ჩიხურამ" ექვსჯერ იასპარეზა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. არც ისე ძლიერი შემადგენლობის მიუხედავად,  ფრუიძის ხელმძღვანელობით "ჩიხურა" ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალა იყო და პატარ-პატარა "სენსაციები" მუდმივად სჩვეოდა.

სოსო ფრუიძეს ძალიან კარგად შეუძლია ფეხბურთელებთან ურთიერთობა და მათთვის იდეალური სათამაშო ასპარეზის გამოძებნა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა და არამარტო ახალგაზრდა, სწორედ მის ხელში ათამაშდა.

სოსო ფრუიძე "ჩიხურამდე" წვრთნიდა: "ბორჯომს", "ტორპედოს", "სამტრედიას", "სამგურალსა" და "ზესტაფონს".

უცხოელი მწვრთნელი - საერთაშორისო ბაზარზე ბევრი თავისუფალი მწვრთნელია, მაგრამ გამოცდილი და ცნობადი სპეციალისტის მოყვანა საკმაოდ რთულია, დამწყებ უცხოელს კი ისევ გამოცდილი ქართველი მწვრთნელი ჯობია.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ამ სამ მწვრთნელს შორის ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტი ჭიაბრიშვილი იქნება, სიტუაციას და ფეხბურთელებს იცნობს და მაგიტომ. მაგრამ რადგან წავიდა თან კიდე არარატს აძახებენ ჯობია სხვა მიიყვანონ. დევდარიანი საკლუბოს მჭვრთნელად არასტაბილური აღმოჩდა, ბოლოს ლოკომოტივში ცუდი შედეგი ქონდა და თან დიდი ხანია პაუზა აქ. რჩება ფრუიძე, ასაკს თუ არ მიაქცევენ ყურადღებას. გამორჩეული ტაქტიკოსია, არ მგონია დაცვითი ფეხბურთი ითამაშოს. ჩიხურას რესურსი სხვა არი და საბუღტალოსი სხვა. ეს მნიშვნელოვანი რადგან საქართველოში ფეხბურთელს უნდა მოერგოს ტაქტიკა არა პირიქით, მეორე ვარიანტი მილიონები ჯდება.
გოლი
14 თებერვალი 2020 13:21
0
არარატთან წაგების შემდეგ თავმოყვარე მწვრთნელი აქ არ მოვა
შოკირებული გულშემატკივარი
14 თებერვალი 2020 12:13
2
ჩემი აზრით, საბურთალოსთვის ორგანულად ზედგამოჭრილი მწვრთნელი ჭიაბრიშვილია. მაგრამ, კლუბში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მისი ხელმეორედ დანიშვნა კიდევ უფრო დიდ შეცდომად მიმაჩნია. ეს შესაძლოა მოხდეს მომავალში, რამოდენიმე სეზონის შემდეგ. ამ ეტაპზე კი ყველაზე მისაღებ კანდიდატად დევდარიანი მიმაჩნია.
ანესთეზეოლოგი
14 თებერვალი 2020 12:05
1
ჩისკო მოიყვანონ საბურთალოში რა უჭირს? თბილისსაც იცნობს ქართულ ფეხბურთს და ქართველ ფეხბურთელებსაც.
გოგა
13 თებერვალი 2020 22:09
8
ჩისკო თუ კიდე საქართველოსკენ გამოიხედავს(რაც მაგას გაუკეთეს) მართლა არ უნდა გააკარო ფეხბურთს.დდდდ
დაა
13 თებერვალი 2020 22:43
0
ფრუიძე კარრგი იქნებოდა ძალიან
კა
13 თებერვალი 2020 21:30
5
19 წლამდელების ტრენერი ყიფიანი მოუხდება ამ გუნდს შემტევ ფეხბურთს ათამაშებდა ფრუიძე დაბერდა
saburtalos komagi
13 თებერვალი 2020 20:20
17
დევდარიანიიი ფრუიძე ამ კლუბს არ მოხდება და დაცვით ფეხბურთის თამაშს დაიწყებ და თან დევდარიანი ბევრად შორს გავიდა გორის დილათინ ევრო ტურნირზე ვიდრე ფრუიძე როდსმე
nik
13 თებერვალი 2020 18:30
12
2013shiiko devdara treneri dilashi da mag drosra dros merabashvilia
Duskatto
14 თებერვალი 2020 03:18
0
12 milioni ara, 27.9 milioni qonda :))))) ra 12 gadaob:)))))
Duskatto
14 თებერვალი 2020 03:14
0
ყველა გამოხმაურება
shalamberidzes imas ucuneben rom mis xelshi gavarda sioni liga 2 shi. rato unda undodet misi danishvna?
giorgiT
13 თებერვალი 2020 18:28
0
საჩხერე ფრუიძს გარეშე ვერ წარმომიდგენია და თუ ჭიაბრიშვილი წავიდა ესეიგი უნდოდა წასვლა და აღარ მობრუნდება ახლა ამ ეტაპზე მაინც დევდარიამი ჩემი აზრით საინტერესო იქნება მას აქვს დიდი გამოცდილება ახალგაზრდებთან მუშაობის და მისი ხელმძღვანელობით 3 თვის შეკრებილი გორის დილა ევროპა ლიგის პლეიოფში გავიდა და ყველა გუნდი სადაც კი მუშაობდა ნორმალურად გამოიყურებოდა
გიორგი
13 თებერვალი 2020 18:14
1
თემურ შალამბერიძეს რას უწუნებ? ეტყობა ამ სამეულთან ვერ მოვა შენი მოკლე ჭკუით.
გიორგი
13 თებერვალი 2020 18:04
39
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული