თბილისის "დინამომ" 13 ახალწვეული წარადგინა

AutoSharing Option
"დინამო არენას" მედია დარბაზში თბილისის "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ და მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გუნდის ახალწვეულები წარადგინეს:

ხოსე პერალესი, როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი კუცია, ნიკა სანდოხაძე, ირაკლი ბუღრიძე, თორნიკე კაპანაძე, თორნიკე ახვლედიანი, ფილიპ ორშულა, ივან ტრუბოჩკინი, საიმონ ბენიო, პერნამბუკუ

23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა. დინამოელები სუპერთასის მატჩზე შავი ფერის სათამაშო ფორმით იასპარეზებენ, რომელსაც გულზე იუნკერთა სახელები ექნება დატანილი.

შეგახსენებთ, საქართველოს სუპერთასზე თბისისის "დინამო" "საბურთალოს" შეხვდება - მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 23 თებერვალს 17:00 საათზე
დაიწყება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 21 /
ჩემთვის გაუგებარია ყოველ წელს ახალი მწვრთნელით და ახალი გუნდით ჩემპიონატის დაწყება არ აქვს მნიშვნელობა გუნდს კარგი შედეგი ექნება თუ ცუდი მაინც მუდმივად ასე ხდება შეიძლება 2-3 ფეხბურთელი შეცვალო მარა მთელი გუნდის გაშვება გაუგებარია.
მე მიკვირს ჩხეტიანის რატო დათახმდა ფიფიას შემოთავაზებას შარშან ჩისკომ გუნდი ჩემპიონი გახადა ევროპა ლიგის პლეიოფამდე მიიყვანა კარგ ფეხბურთს თამაშობდა გუნდი ჩემპიონატის დონეზე და მაინც გაუშვეს და ჩხეტიანს რა გარანტია აქვს რომ არ დაემართება იგივე საბურთალოზეც ძალიან ნაწყენი ვარ მაგრამ დინამოსგან განსხვავებით ეს გუნდი 4-5 წელია მოდის სტაბილურად და ვითარდება.
გიორგი ნაკაშიძე
22 თებერვალი 2020 13:02
1
ამდენი პროფესორი საიდან? მწვრთნელებს, მენეჯერებსაც და სელექციონერებსაც ფიფია ირჩევს , ასე რომ ფიფიასია გუნდი და პასუხისმგებელი შედეგებზე მე ვერ ვიქნები . შედეგი კი ბევრი 0000 - ია ....
დავით
22 თებერვალი 2020 11:21
0
ჩხეტო არსად დაკარგოთ :-):-):-) ნახა ფიფიამ რა თავისავით ჭკვიანი ... ვაი თქვენს პატრონს უბედურს
სიმართლე
22 თებერვალი 2020 11:59
3
2011 წელს როცა ძალიან კარგი გუნდი დაშალა (ესპანელი მწვრთნელი და ესპანელი ლეგიონერები) 2012 წლის იანვრიდან დღემდე ეს გუნდი არის 6 თვიანი მაჩანჩალა და ფიფიას ქარვასლა. თუ დინამოს თავმოყვარეობა აქვს და იუნკერების სახელები დაიწერეს მაისურზე, მაშინ ლოგოზე უთავმოყვარეობის ნიშანი რუსული ასობგერა მოაცილოს.
dat30
24 თებერვალი 2020 13:13
2
saburtalo super tass mogigebt:))
kalatoza
22 თებერვალი 2020 13:12
2
კლუბის რეალური ძალა ჩანს ევრო ტურნირებზე ქართულ კლუბებს არ უმართლებს ამ ტურნირზე ბოლო 12-13 წლის მანძილზე ვახერხებდით შიგადაშიგ პლეოფებამდე მიჰწევას, მაგრამ იმდენად ძლიერი გუნდი გვხდებოდა უკვე იმ ეტაპზე, რომლის დამარცხებაც იყო რთული, დინამოს ამ მხრივ ყოველთვის ქონდა პრობლემა როცა მაგალითად ,შარშან ფეინოორდი შეხვდა დღეს სამწუხაროდ ფეინორდი ბევრად უფრო ძლიერი გუნდია ვიდრე დინამო არადა დინამო ძალიან კარგად გამოიყურებოდაა სხვა თამაშებში მარა რა შანსიც ქონდა საბურთალოს ეგეთი დინამოს და არც ერთ ქართულ კლუბს არ ქონია არაარტ არმენია და პლეიქში დუდელაჟი და ასეთი შანსი კიდე როდის ექნება რომელიმე ქართულ კლუბს არავინ იცის ეს იყო ფაქტოვრივად ღია კარი სადაც ვერ შევედით ჯფუფურ ტურნიერზე. პს ყველაფერს ფიფიას რო აწერთ ეს ფეხბურთელები ფიფიას კიარ მოყავს ესენი მოყავს მწვრთნელს სპორტულ დირექტორს და სელექციონერებს მათი რეკომენდაციებით ხდება კლუბში მიღება ფიფია უხდის ხელფასს ეს თუ არ იცით მაშინ საერთოდ აღარ უყუროთ ფეხბურთს :))
გიორგი
22 თებერვალი 2020 00:18
9
აბა რა გითხრა, მწვრთნელი იმას ირჩევს რა თანხასაც გამოყოფს ფიფია. მას კი ან ფული არა აქვს, ან წუწურაქია. ყიდვას ვინ ჩივის, ვინც გაფაფხურდება ყველას ჰყიდის, რა გუნდზეა შექმნაზეა ლაპარაკი როცა გაასაზიზღრა მთელი საქართველოს სათაყვანო გუნდი. ფიფია ისტორიაში შევა "დინამოს" მესაფლავედ. თუ მაგის ერთი ადგილი არა აქვს რომ საშუალო ევროპული დონის გუნდი შეინახოს, მაშინ გაყიდოს გუნდი. "დინამო" ცნობილი ბრენდია და იმაზე მეტად გაიყიდება, რაც დახარჯული აქვს, აკადემიით და ბაზით. თუ მაინც და მაინც ფეხბურთში უნდა ფულის დაბანდება იყიდოს ნებისმიერი ქართული გუნდი რეგიონში, აშენოს ბაზები და აკადემიები. რაც ეხერხება ის აკეთოს "დინამოს" კი მოშორდეს.
emigranti
22 თებერვალი 2020 02:46
4
ემიგრანტ, თბილისში ხომ ააშენა ის მაინც დაუფასე. ახლა მაგას მთავარი ბიზნესი აახიეს და უკვე ვეღარ შეძლებს გუნდის ყიდვას. რაც აქვს იმით ინახავს დინამოს. სახელზე გეტყობა უცხოეთში ცხოვრობ და არ იცი ქართულ ფეხბურთში რა ხდება. დაგესესხები "როგორც კი ვინმე გაიფაფხურებს ეგრევე უშვებს უცხოეთშიო". კარგსაც შვება, ნეტა ნინუა წელსვე გაეშვათ, ნაკრებში გამოგვადგებოდა. აქ ტყვილა დალპება. აქ არც კონკურენციაა, არც მაყურებელი, არც ფული, არც აზარტი, არც სიმშვიდე. ჩაწყობილი თამაშებით შოულობენ ვიღაც ვიგინდარები ფულს. ნინუასაც გააფუჭებენ.
vaa
22 თებერვალი 2020 17:27
0
ყოჩაღ დინამო იუნკერების ხსოვნის გამო. ისე მარო მაყაშვილის გვარი ვერ ამოვიკითხე. მერე რა, რომ თოფი არ ეჭირა. ქვეყნისთვის მარომაც იუნკერებთან ერთად დადო თავი. დიდი მადლობა.
გიორგი
22 თებერვალი 2020 14:29
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული