"საქმემან შენმან წარმოგაჩინოს" - "ტორპედოს" ახალი მფლობელი რიხიანად იწყებს

AutoSharing Option
"ტორპედოს" ახალი მფლობელი ფაბიო მანინი კლუბში საქმიანობას რიხიანად იწყებს: ხვალ, 25 თებერვალს, 14:00 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე პრესკონფერენციას ჩაატარებს და ახალ სპონსორზე, ეკიპირებაზე, ფან-შოპზე, ავტობუსზე, განახლებულ ვებგვერდსა და სხვა სიახლეებზე ისაუბრებს.

იქამდე კი მან კლუბის "ფეისბუქის" გვერდს შემდეგი განუცხადა:

"არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის "ტორპედო" ბოლო წლებში არაერთი თასის მფლობელი გახდა. შესაბამისად, ჩავთვალე, რომ ეს ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იყო.

როდესაც შეთანხმებას ხელი მოვაწერე, გადავწყვიტე ერთი პუნქტის ჩამატება კონტრაქტში, რომელიც მავალდებულებს, რომ ყოველწლიურად მინიმუმ 400 ახალგაზრდა
ქართველ ფეხბურთელს შევუწყო ხელი წარმატებაში.

თუ გყავს სერიოზული სპონსორი, მაშინ შეიძლება დანაკარგის ამოღება, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ახალგაზრდა მოთამაშეების გაყიდვითაც ვერ იღებ შესაბამის მოგებას. ამ მხრივ, საქართველოში განსაკუთრებით რთულია სიტუაცია. ჩვენ გვყავს საქართველოს ბაზრით დაინტერესებული სპონსორი, ვისთან ერთადაც გვინდა საერთაშორისო ბრენდის სახით განვვითარდეთ.

მეორე საშუალება არის უძრავი ქონება - ყველა კლუბი მსოფლიოს მასშტაბით ავითარებს ტრენინგ-ცენტრებს, სასტუმროებს, აუზებს, სპორტულ დარბაზებს, მაღაზიებს - ეს არის შემოსავლის წყაროები. ქუთაისში არსებული მიწის გამოყენება გვინდა. ეს იქნება ტრენინგ-ცენტრები და არამხოლოდ ფეხბურთთან დაკავშირებული აქტივობები, თუმცა იქნება ბრენდი "ტორპედო ქუთაისი". სხვა გზას ვერ ვხედავ, გარდა დანაკარგისა".

მკითხველის კომენტარები / 16 /
ორ თვეს ვაძლევ ამ კაცს. ორი თვე თუ გაუძლო და არ გაიქცა საქართველოდან, ყოჩაღ ამას! გააგიჟებენ ამას ქართველები! გააგიჟებენ არაპროფესიონალიზმით, საქმისადმი ზერელედ მოპყრობით, დაპირების არშესრულებით, გადაგდებით, მუქთამჭამელობით, არაპუნქტუალობით, ქურდობით და მამაძაღლობით! თუ ეს კაცი სერიოზული ინვესტიციების განხორციელებას დაიწყებს, მაშინ ქუთაისის მერიამ ახალი სტადიონის აშენებით უნდა ამოუდგეს გვერდში, ხოლო გულშემატკივრებმა სტადიონის დალეწვაზე და ხულიგნობაზე უარი უნდა თქვან. წარმატებები ტორპედოს!
ლუკა
25 თებერვალი 2020 03:18
2
ქართველი აფირსიტი ბიზმენსმნებივით არ არიან ესენი. ქართველი ბიზსმენმენი ყველაფერზე წუწუნებს. წარმატებები ფაბიო
macbook pro
25 თებერვალი 2020 02:02
4
დაპირება მოსაწონია, კარგი და ადვილად გასაგები, ვნახოთ როგორ შეასრულებს
სერაფიონი
25 თებერვალი 2020 00:30
0
am kacma ukve gaaketa kutaisistvis didi sakme, torpedo gadaarchina, guchin amxanagur tamachze iko italiidan col chviltan ertad chamosuli, romelic torpedom 1 - 0 moigo tbilisis merantan, avtobusi gvachuka, pormebi, ekipireba mtlianad, gunds inaxavs, auzis da bazis gaketebasac apirebs da akademiis, meti ra unda knas, bevrs ki unda ro gaikces da arapeli gaaketos magram ver gagaxarebt, kontrakti ukve chetanxmebulia, carmatebebi chem kutaiss da chem torpedos.
KUTAISELI
25 თებერვალი 2020 09:40
10
როგორც გავიგე ამას იაფად მიწების დათრევა უნდა ქუთაისში, აუთვისებელია ჯერ კიდევ ქუთაისში სპორტული მაღაზიები,საცურაო აუზები, სპა და გამასაჯანსაღებელი ცენრები, გასართობი ცენტრები და ა.შ. ეგ თუ გააკეთა ინფრასტრუქტურა განოსწორდება ქუთაისში, ხალხს გასართობი ექნება, დასაქმდება ასობით ადამიანი და გამოცოცხლდება ქალაქი. მარტო თბილისი და ბათუმი არ არის საქართველო და ქუთაისსაც მოუხდება განვითარება :) ეგ ადამიანი ბიზნესისთვის მოვიდა და არა ტორპედოს სიყვარულისთვის,ამიტომ სკეპტიკურად ვარ განწყობილი ტორპედო ფეხზე დააყენოს და საშუალო ევროპულ კლუბად აქიოს. საშუალო ევროპული კლუბი რომ იყოს გუნდი მინიმუმ 10-12 მილიონი მაინც უნდა იყოს კლუბის წლიური ბიუჯეტი, რათა ჯგუფურ ეტაპზე პრეტენზია ჰქონდეს !ადმინ გამომიქვეყნე ფლზ წყალში არ ჩამიყარო ამდენი ნაწერი :)
ქომაგი
25 თებერვალი 2020 02:37
22
რაო KUTAISELO ფედერაცია და ფიფია აღარ ებრძვიან ტორპედოს? შეთქმულებები აღარ იგეგმება ფიფიას კაბინეტში ტორპედოს ჩასაძირად? თბილისი აღარ ინახება ქუთაისელების ხარჯზე? დედამიწის ინტელიგენციის 70% ქუთაისიდან აღარ არის? ისე როგორ ეგუები ტორპედოს ფეხბურთელებიდან ქუთაისელს სანთლით რომ ვერ იპოვი?
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
25 თებერვალი 2020 10:55
7
აზრი რომ გამოვიტანოთ,ერთი ორგანოა საჭირო.ოღონდ,არა ის რითაც უმეტესობა ფიქრობს დღეს საქართველოში.
დ.დ
25 თებერვალი 2020 00:55
4
რას მიედ მოედება ეს კაცი. თუ თარგმანია ცუდი? აზრი ვერ გამოვიტანე
ვავა
25 თებერვალი 2020 00:15
22
რაო და დიდი ფული დავხარჯე, თუ ამ წელს ვერ ამოვიღე, კლიენტი მყავს ბრაზილიაშიო, ყველას ერთად ჩაგაბარებთ, კაცზე 20 დოლარს იხდის და მზად იყავითო.
გეიხარე ფაბიო! გეიხარე, მარა გზის ფულს ბრაზილიამდე, ვინ გედეიხდის, ფედერაცია იცი შენე რამფერი ფედერასტიცა გვყავს, ისტევე შენი გადასახდელი იქნება და ნამეტანი ძვირი დაგიჯდება ჩვენი რიოდეჟანეიროში ჩაყვანა, აგერ არაა სტამბული???
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
25 თებერვალი 2020 02:28
15
ქართული ასოებით ვერ დაგიწერია კაცსა და ჩემი ქუთაისიო და ჩემი ტორპედოვო გეგონება მთელი სიცოცხლეა ქუთაისის მერი ხარ
დ.ფ.
25 თებერვალი 2020 15:36
2

სიახლეები პოპულარული