ბოლო წუთზე გატანილი გოლი, გაწევ-გამოწევების, ყვითელი და წითელი ბარათების წვიმა თელავში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის მეორე ტურის მატჩში "თელავმა" შინაურ კედლებში, "კავკასიონი არენაზე" გორის "დილას" უმასპინძლა და ძალიან დაძაბულ შეხვედრაში ფრეს დასჯერდა - 1:1.

შეხვედრა რამდენჯერმე შეწყდა გაწევ-გამოწევისა და კონფლიქტის გამო. პირველ ტაიმში ასეთი კონფლიქტის გამო შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გიორგი კიკაჩეიშვილმა წითელი ბარათი "თელავის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტ ზურაბ მენთეშაშვილს უჩვენა, გორელთა მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა ყვითელი მიიღო.

კიკაჩეიშვილმა წითელი ბარათი მინდვრის ფეხბურთელისთვისაც "გაიმეტა" და 64-ე წუთზე გორელთა ტოგოელი მცველი ბალგუ იენდეუნტი გააძევა მოედნიდან.

შეხვედრის პირველი გოლი პირველ ტაიმში, 30-ე წუთზე გავიდა.
გრიგოლ ჩაბრაძე საკუთარ საჯარიმოში სწორედ ბალგუ იენდეუნტმა წააქცია, 11-მეტრიანი კი ზუსტად ირაკლი რუხაძემ შეასრულა - 1:0.

მატჩის ბოლოს კაცნაკრული "დილა" ფლობდა უპირატესობას და მუდმივად შეტევას ცდილობდა. ერთ-ერთი მსგავსი იერიშის დროს ალეფ სანტოსმა საჯარიმოში ილია სპანდერაშვილზე გააკეთა პასი და ამ უკანასკნელმა ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

გაშვებული გოლის შემდეგ თელაველები მოსაგებად წავიდნენ და კარგი მომენტებიც შექმნეს, თუმცა ლუკა გუგეშაშვილმა შესანიშნავად ითამაშა და საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა.


თელავი, კავკასიონი არენა

თელავი - დილა 1:1

1:0 რუხაძე (30, პენ.), 1:1 სპანდერაშვილი (89)

მკითხველის კომენტარები / 12 /
საშინელი მინდორი იყო!! თუკი ქვია მინდორი ამას! მესმის რო რაგბის სტადიონია მაგრამ არც რაგბია ტალახის სპორტი! რაგბიც მინდვრის სახეობებში შედის!!/ რაღაც რეგულაციები უნდა შეიქმნას, ადგილობრივმა ბიზნესმენებმა რაღაც წვლილი შეიტანონ და მოუარონ ამ მინდორს , სახელმწიფოს არ ადარდებს და თვითონ კლუბ თელავს და რაგბის კლუბს ეგ ბიუჯეტი ნამდვილად არ ექნებათ რო მინდვრის საფარის მოვალ/შენახვის საშვალება ქონდეთ ზამთარ ზაფხულ../ თუ ქალაქი ხარ? თუ ქალაქის სახელის ამბიცია გაქ, თუ გიყვარს შენი ქალაქი და თელაველობა გეამაყება, და მაგ მიწაზე რო ბიზნესი გაქ და მილიონებს შოულობ რაღაც თანხით დააასპონსორეთ ყველა ბიზნესჯგუფმა ერთობლივათ და გაააკეთეთ კაი მინდორი , არსებობს მინდვირის შესანახი დანადგარები, ზამთარში რო არ გახმეს და ყანად რო არ გადაიქცეს!! ძვირი ღირს ალბათ, მაგრამ არც ისე რო რამოდენიმე ბიზნესმენმა ერთად ვერ იყიდოს.
Vasili
17:23 08-03-2020
2
ეს ისეთივე საფარია ქუთაისში რაგბისტები ბელგიას რომ შეხვდნენ, მაგრამ საინტერესოა რისი საფარია ხელოვნური, ბალახი, პლასტმასი, ჭაობი, გრუნტი, უბრალო ხნულია თუ სხვა კიდევ რამე..... სირცხვილია!!! არადა ეს რაგბის სტადიონები მეტნაკლებად ყველა ახალია !!!
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული