
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ეროვნული ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადება გავრცელდა:
"მსოფლიოსა და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის", "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2"-ის, ლიგა 3-ის, ასევე, ასაკობრივი ჩემპიონატების 1-ელ აპრილამდე შეჩერების თაობაზე.
ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა." - ვკითხულობთ განცხადებაში.
ვაი თქვენს პატრონს , გააუქმეთ რას ამბობ ანშლაგებით იმართებოდა თამაშები სასაცილოა