ქართულ კლუბებს სახელმწიფო დაფინანსება შეუნარჩუნდებათ, ჩემპიონატის ფორმატი კი შეიცვლება

AutoSharing Option
3 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების მონაწილეობით ვიდეოკონფერენცია გაიმართა. შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი, შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ.

ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმარციის თანახმად ცნობილი გახდა, რომ კლუბებს საბაზისო დაფინანსება სრულად შეუნარჩუნდებათ. ამ საკითხის შესახებ ვიდეოკონფერენციის დასრულების შემდეგ სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ისაუბრა:

"დღევანდელ ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების ხელმძღვანელები. დღევანდელ კონფერენციაში ასევე ჩართული იყო ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის
დირექტორი, შალვა გოგოლაძე, რომელმაც დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე ყველა კლუბს შეუნარჩუნდება ის საბაზისო დაფინანსება, რომელიც 2020 წლის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული".

დაფინანსების საკითხებთან ერთად დღევანდელ ვიდეო კონფერენციაზე მხარეებმა ეროვნული ჩემპიონატის განახლების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სფფ-ის გენერალურმა მდივანმა კი, კლუბებს პირველ აპრილს უეფას ვიდეოკონფერენციის დეტალები გააცნო და განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით 36 ტურის გამართვა შეუძლებელია და ფორმატის ცვლილება დამოკიდებულია იმაზე თუ როდის განახლდება საფეხბურთო ჩემპიონატი.

"დღევანდელ ვიდეოკონფერენციაზე ჩვენ კლუბებს მივაწოდეთ სრული ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რომელზეც ჩვენ პირველ აპრილს უეფასთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე ვისაუბრეთ. კლუბებს ასევე მოვახსენეთ იმის შესახებ, რომ აღნიშნულმა სიახლეებმა შესაძლოა, ფორმატის ცვლილებაც გამოიწვიოს. მოგეხსენებათ, რომ მომავალი ევროტურნირების სეზონი უეფამ ერთი თვით გადადო და ის ივლისის მაგივრად აგვისტოში დაიწყება, თუმცა ეს მხოლოდ სავარაუდო სცენარია.

აქედან გამომდინარე, დღევანდელ ვიდეოკონფერენციაზე ჩვენ კლუბებს გავაცანით ფეხბურთის ფედერაციის სამოქმედო გეგმა. ეროვნული ჩემპიონატის აღდგენა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, დღევანდელი მოცემულობით შეიძლება ითქვას, რომ უკვე ფიზიკურად შეუძლებელია სეზონის 36 ტურად ჩატარება. ამიტომ როდესაც ცნობილი გახდება ჩემპიონატის დაწყების სავარაუდო თარიღი, კლუბებთან ერთად, სამუშაო ჯგუფი და ჩვენი საშეჯიბრო განყოფილება მაქსიმალურად შეეცდება, რომ 2020 წლის სეზონის ფორმატი რეალობას მოარგოს.

ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როდის დაადასტურებს უეფა საევროტურნირო და სანაკრებო კალენდარს. ამასთან ერთად რა თქმა უნდა, ჩვენ საშუალება უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი ქვეყნის შიგნით განვაახლოთ ჩემპიონატი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით რაიმე კონკრეტულ სცენარზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. მით უმეტეს, რომ ის გუნდები, რომლებიც საქართველოს მომავალ ევროტურნირებზე წარმოადგენენ, უკვე გამოვლენილი არიან.

იმედს ვიტოვებ, უეფას პოზიტიურ გათვლებზე დაფუძნებული სცენარი გამართლდება და ის კიდევ ერთხელ არ შეიცვლება." - განაცხადა დავით მუჯირმა.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
რტული არაფერია :
2 წრიანი ჩემპიონაყი ოქნება და მროჩა. 18 მატჩში გარიკევევა ჩემპიონი და გავარდნილი. ან ალტერნატივა ასეთი იქნებს 18 მატჩი + 8-8 მატჩი ზედა და ქვედა ხუთეულებისათვის, ჯამში 26 და არა 36.
ამას გარდა- მართალია ამ წლის ფულები დარიგდება მაგრამ წელს ისედაც მთავრდება 5 წლიანი ეტაპი საფეხბურთო ფონდის და ის არაა საჭირო გაისად. ამიტომაც გაისად სჯობს ორი ლიგის გადახდის უნარიანი 12 ან 16 კლუბის შეკრება ელიგაში, ელიგა 2-შიც ამდენივესი მესამე ლიგის ხარჯზე და მესამე ლიგაში მეოთხე ლიგიდან 4 ან 8 კლუბის გადმოყვანა.
სახელმწიფო ფულს მოაშორეთ კლუბები, ვისაც არ აქვს ფული, სამოყვარულო ითამაშოს, ხოლო ვისაც გამოუჩნდება ფული, უფლება მიეცით საეჭვო პირობებში მყოფი კლუბებისაგან ადგილები გამოისყიდონ ლიგებში.
jango
22:48 04-04-2020
1
ყველა სფეროს შეეხება ცვლილებები, განსაკუთრებით ფეხბურთს. თუ სპეციალისტების ვარაუდები გამართლდა ბევრი გუნდი დაიშლება და ფეხბურთელებს შორის კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სტანდარტების ამაღლებას ავტომატურად გამოიწვევს. ასეთ დროს ქართველ ლეგიონერ ფეხბურთელებზე მოთხოვნა კიდევ უფრო შემცირდება.
gujakakhadze
17:14 04-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული