საუკეთესო ბომბარდირი ეროვნულ ლიგაში ბრუნდება? ყაზახური და უნგრული ვარიანტებიც არის...

AutoSharing Option
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახეთში წასულ და უკლუბოდ დარჩენ ლევან კუტალიას ყოფილი გუნდი, ქუთაისის "ტორპედო" იწვევს.

სწორედ აღნიშნული თემით დაიწყო ყაზახურმა გამოცემა sports.kz-მ მოკლე ინტერვიუ ქართველ ფორვარდთან.

- გავიგეთ, რომ ქუთაისის "ტორპედო" გიწვევთ. თქვენთვის რამდენად საინტერესოა ეს ვარიანტი?
- არაფრის თქმა არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ რამდენიმე შემოთავაზება მაქვს, მათ შორის, საქართველოდანაც.

- თქვენ ამბობდით, ყაზახური ვარიანტის გამოჩენის შემთხვევაში, აქ დარჩებოდით. რამე ხომ არ გამოჩნდა?
- დიახ, ყაზახეთიდანაც მაქვს ვარიანტები, თუმცა კონკრეტული არაფერია.

- "მეზოკოვეშდის" შემოთავაზება ძალაში რჩება?
- ჯერ "ირტიშთან" უნდა გავარკვიო ყველაფერი. საქმე
ეხება ვალს, სატრანსფერო ფურცელს, შემდეგ კი მეცოდინება, სად განვაგრძობ კარიერას.

მოგეხსენებათ, ლევან კუტალია საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ. ის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ყაზახურ "ირტიშში" გადაბარგდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო კლუბმა ყაზახეთის უმაღლეს ლიგაში გამოსვლაზე უარი განაცხადა და არც ხელფასები მიუცია ფეხბურთელებისათვის.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რაც ამას ტორპედოს ფანება აგინეს კიდე იქით იყურება????
გურამი
17:41 08-06-2020
3
ტორპედოში არ დაგინახო კუტალია!
ქუთაისელი
15:48 08-06-2020
14

სიახლეები პოპულარული