ვატო არველაძე თბილისის "ლოკომოტივში" დაბრუნდა

AutoSharing Option
ნახევარმცველი ვატო არველაძე თბილისის "ლოკომოტივში" გააგრძელებს კარიერას, - იტყობინება დედაქალაქური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით.

"ლოკომ" არველაძეს წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაუფორმა.

არველაძე ბოლოს პოლონეთის კელცეს "კორონას" ღირსებას იცავდა, იქამდე კი სამი სეზონი "ლოკომოტივში" თამაშობდა.

"რკინიგზული" გუნდი სეზონის განახლებისთვის საგურამოს ბაზაზე ემზადება და 26 ივნისს თბილისის "მერანს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგია
0
წელს "ლოკომოტივმა" ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოლოს!!! კონკურენტები ეყოლება, მაგრამ შესაძლებელია...
tngh
14:23 19-06-2020
2

სიახლეები პოპულარული