კაცნაკლულმა "დილამ" თბილისის "დინამოს" 90+2-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ივლისს, ეროვნული ლიგის მე-6 ტურში "დილამ" თბილისის "დინამო" 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და შესვენებაზე სტუმრები გაგნიძის მიერ გატანილი გოლით გავიდნენ, რომელმაც დასწრებაზე კობოურს აჯობა - 1:0. 24-ე წუთზე მარცხენა ბარძაყის ტრავმა მიიღო გორელთა მცველმა გიორბელიძემ და შეცვალეს. შეგახსენებთ, ის მალე კარიერას ავსტრიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს.

შესვენების შემდეგ "დილას" კაპიტანმა მაისაშვილმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. ცოტა ხანში კი ბუღრიძე საჯარიმოში იენდეუნტმა წააქცია, კუციამ პენალტი თავის ყოფილ გუნდს გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ
დროში მასპინძლები უტევდნენ, მაგრამ კომპენსირებულ დროში კოვტალიუკმა საჯარიმოდან დალაშქრა კვასხვაძის კარი და გორულმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. უკრაინელი თავდამსხმელი 6 გოლით მიმდინარე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.

"დილა" 14 ქულით ლიდერია, თბილისის "დინამო" კი 9 ქულით მესამე ადგილზეა.

25 ივლისს თბილისის "დინამო" სტუმრად "სამტრედიას" დაუპირისპირდება, ხოლო "დილა" 26 ივლისს ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს.

თბილისი."დინამო არენა"
დინამო (თბ) - დილა
გოლები: 0:1 გაგნიძე (38), 1:1 კუცია (68, პენ), 1:2 კოვტალიუკი (90+2)
გაძევება: მაისაშვილი (63)

დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კობოური, ლოჩოშვილი, აზაროვი, ტრუბოჩკინი, ქარდავა (ბუღრიძე 59), პაპავა (კ), კუცია (ზარია 85), ქავთარაძე (ახვლედიანი 74), გაბედავა, პერნამბუკო

მწვრთნელი: ჩხეტიანი

დილა (5-2-3): გუგეშაშვილი, გიორბელიძე (ლაცაბიძე 24), ხურცილავა, მაისაშვილი (კ), იენდეუნტი, ეტოუ, ნონდი, მარკოზაშვილი (სპანდერაშვილი 56), ლექვთაძე (გორგიაშვილი 74), გაგნიძე, კოვტალიუკი

მწვრთნელი: ნემსაძე
მკითხველის კომენტარები / 17 /
არა, დილას ზღაპარიო... მონდომება და გაკეთება სხვა არის... მარტო ის არაა დინამო.. გუნდი ფორმაშია და იგებს
KAXAKAXI
00:40 21-07-2020
0
დინამოს რომ მოეგო იქნებოდა ჩვეულებრივი ამბავი. არაფერი საინტერესო ამიტომ არ აინტერესებს არავის
მამუკა
18:40 20-07-2020
0

სიახლეები პოპულარული