2 გაცუდებული პენალტი, გაძევება და "ტორპედოს" "ლოკომოტივთან" გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1-ელ აგვისტოს, ეროვნული ლიგის მერვე ტურში "ტორპედომ" გასვლაზე "ლოკომოტივს" 2:1 სძლია.

დებიუტში ქუთაისელთა თავდამსხმელმა ფანცულაიამ თავის მიერვე მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა პირველი ტაიმის დასასრულს მან მაინც გახსნა ანგარიში. იქამდე კი მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა "ლოკოს" კაპიტან უბილავას და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

შესვენების შემდეგ ქაფიანიძემ მეორედ დალაშქრა მამარდაშვილის კარი, ცოტა ხანში კი ნიდერლანდელმა იმრანმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა. 86-ე წუთზე საჯარიმოში არველაძესთან კონტაქტისთვის ციცქიშვილზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა მსაჯმა, თერთმეტმეტრიანიდან ბურთი სიხარულიძემ ძელს გაარტყა და "ლოკო" დამარცხდა.

"ლოკომოტივი"
9 ქულით მეექვსე ადგილზეა, "ტორპედო" კი 8 ქულით მერვეზე.

6 აგვისტოს "ტორპედო" "თელავს" უმასპინძლებს, ხოლო 10 აგვისტოს "ლოკომოტივი" გორში "დილას" დაუპირისპირდება.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - ტორპედო 1:2
გოლები: 0:1 ფანცულაია (45+1), 2:0 ქაფიანიძე (53), 2:1 იმრანი (57)
გაძევება: უბილავა (42)
გამოუყენებელი პენალტი: ფანცულაია (4), სიხარულიძე (86)

ლოკომოტივი (3-5-2): მამარდაშვილი, გურეშიძე, ანდრონიკაშვილი (ქველაძე 67), სანდოხაძე, უბილავა (კ), დარცმელია, შონია, იმრანი, თ. კირკიტაძე (არველაძე 53), გავაშელიშვილი (გაბაძე 46), სიხარულიძე

მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი

ტორპედო (4-4-2): შოვნაძე, კასრაძე, ნადარაია, ქაფიანიძე (მირცხულავა 65), გრიგალაშვილი, ბობკო (ტუღუში 72), ჯანელიძე (კ), მამასახლისი, ციცქიშვილი, პონომარი (იონანიძე 83), ფანცულაია

მწვრთნელი: ხაჩიძე
მკითხველის კომენტარები / 5 /
ლოკომოტივის წარამტების ფორმულა გავუზიაროთ სამყაროს და ფეხბურთი აღარ იქნება. კურსები მაინც გაიარეთ, ან რჩევა მაინც კითხეთ ვინმეს.
ლოკოს
12:18 03-08-2020
0
უკვე მერამდენედ გაუძევეს ლოკომოტივს, კაცი.დისციპლინას თუ არ მიხედეს,დასარჩენად გაუხდებათ საბრძოლველი.ტორპედოს ვულოცავ გამარჯვებას.გუნდი თანდათან ემსგავსება გუნდს და დაკარგულიც,ჯერ არაფერია.
სოსო
13:00 02-08-2020
0

სიახლეები პოპულარული