ფოტო: facebook.com/pg/FCDilaGori/
19 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მეათე ტურში გორის "დილამ " საკუთარ მოედანზე უმასპინძლა ქუთაისის "ტორპედოს".
ანგარიში 22-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. ციცქიშვილმა საჯარიმოს ცენტრიდან დაარტყა - გუგეშაშვილმა ბურთი მოიგერია, თუმცა ივანიშვილმა ზუსტად დაამატა - 0:1.
მასპინძლებმა ანგარიში მალე გაათანაბრეს. 25-ე წუთზე ქუთაისელებმა საკუთარ საჯარიმოში ირაკლი ლექვთაძე წააქციეს, ხოლო პენალტი ზუსტად ნუგზარ სპანდერაშვილმა შეასრულა - 1:1.
58-ე წუთზე "დილამ" შეტევა ცენტრიდან წამოიწყო, სპანდერაშვილმა კი შოვნაძეს ახლო კუთხეში გაუტანა და ქართლელები წინ გაიყვანა - 2:1.
მატჩის მთავარი არბიტრის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში მარკოზაშვილმა დააფიქსირა - 3:1.
გორი."თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - ტორპედო 2:1
გოლები: ივანიშვილი 0:1 (22), სპანდერაშვილი 1:1, 2:1 (26, 58)
პ.ს. რა ჩხეტიანი, გეგუჩაძე, შალამბერიძე, ჭიაბრიშვილი და დანარჩენი ყარტყურტა ვაიტრენერები