თბილისის "დინამოს" ჩისკო მუნიოსი ჩაიბარებს

AutoSharing Option
lelo.ge-ს ცნობით, გორის "დილას" მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ თბილისის "დინამოს" სათავეში ჩადგომაზე უარი განაცხადა და კახა ჩხეტიანის გადადგომის შემდეგ ვაკანტურ პოსტზე ესპანელი ჩისკო მუნიოსი დაინიშნება.

თბილისის "დინამო" 39 წლის ჩისკოს მწვრთნელად დანიშვნას მალე ოფიციალურად გამოაცხადებს.

ჩისკოს ხელმძღვანელობით "დინამო" 2019 წელს ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი მოულოდნელად სამუშაოდან დაითხოვეს.

ის "დინამოში" 2011-2014 წლებში თამაშობდა და 98 მატჩში 62 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 61 /
ანუ აიღო ლიცენზია ჩისკომ?
გიორგი გორგაძე
22 აგვისტო 2020 19:15
0
აჯობებს ითამაშოს. )))
100%
22 აგვისტო 2020 18:14
1
აუჰ......ფიფია თუ წავიდა,დინამო ეგრევე ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაჯდება. ხალხნო რატომ არ გინდათ რომ აღიაროთ,რომ ჩვენ თამაში არ ვიცით?
თავადი78
22 აგვისტო 2020 17:48
12
თავადო რა ბოგანოსავით აზროვნებ?
ისე რაღაც მომრავლდით რომანას გამომწმენდლები..
ფიფია შე კეთილმოწყობილო,ამოგიქექავენ ერთხელაც მაქ სქემას და მერე არ დაიწყო პოლიტიკურად მდევნიანო
ZE
23 აგვისტო 2020 00:17
0
დავუშვათ ჩვენ თამაში არ ვიცით,ესეც ნაკრები ხომ არაა? ჩამოიყვანოს ისეთი ლეგიონერები ვინც იცის თამაში.
ლევანი
22 აგვისტო 2020 20:22
0
მთავარი საკითხია ფეხბურთის გადაქცევა ბიზნესად. ყველაზე დიდი როლი ამ საქმეში ფედერაციას ეკუთვნის.ფედერაციამ უნდა მოძებნოს მყიდველები.მერიას რა საქმე აქვს ფეხბურთთან. ფიფია მაშინ გააძლიერებს გუნდს, როცა ეყოლება კონკურენტი გუნდები. რა ინტერესი აქვს ფიფიას ჩამოიყვანოს და მილიონები უხადოს ხელფასი ლეგიონერებს, რომ საქართველოს ჩემპიონატი მოიგოს? ფედერაციას არ სცალია , საპარლამენტო არჩევნებია მოსაგები!
თამაზი
22 აგვისტო 2020 17:17
9
მეც და კიდე უამრავი ადამიანი ვიძახით და რო ფიფია უნდა წავიდეს, და მოშორდეს დინამოს! ეს გვინდა ყველას შედეგებიდან გამომდინარე, არ დაიმსახურა ამ კაცმა დინამოს მეპატრონეობა... მაგრამ მთელი ამ პროსტესტის ფონზე, არც ჟურნალისტებს ამოუღიათ ხმა , არც ვეტერანებს, არიან გაყუსულები და გაჩუმებულები. დამუნჯებულები!!! და ყველაზე უარესი და სამწუხარო არის ის რომ, არ გამოჩნდა ერთი ადამიანი ვინც გამოთქვამდა დინამოს შესყიდვის სურვილს!!! არავის უნდა მემგონი სამწუხაროდ... ქართველი ბიზნესმენი კაი გასაგებია, არ უყვარს ფეხბურთი და დაეზარა, მაგრამ ერთი უცხოელიც რო არ ჩანს, ძალინ სამწუხაროაა, მემგონი ეს ფიფია რო წავიდეს სულ უპატრონოდ დარჩება მგონი, ან სახელმწიფო ხარჯზე რომ გადავიდეს შეიძლება ასე უფრო განვითარდესს, / ნუ მოკლედ ღმერთი გვიშველის, ალბათ რაღაცა გამოანათებს
Vasili
22 აგვისტო 2020 16:09
2
ახსენი აბა როგორ უნდა წავიდეს? თან იძახი ბეზნესმენი არ გამოჩნაო დინამო რომ იყიდოსი და აქვე ამბობ უნდა წავიდესო ფიფია. შენ რომ კერძო საკუთრება გქონდეს მაგ ბინა კომერციული ფართი და ა.შ ადგები და წახვალ.? კომენტარებიდან გამომდინარე ბევრს ფიფია დანიშნული ჰგონია
დავით67
22 აგვისტო 2020 17:06
1
ძალიან კარგი ჩისკო, რომ მოვიდა, მაგრამ დინამოს მთავარი პრობლემა ფიფიაა, რომელსაც გულშემატკივრები საერთოდ არ აინტერესებს, მთავარი ფულია მაგისთვის. დინამო ეროვნული გუნდია, დიდი ისტორიით, თუ მთავრობა ჩაერთვება ძალიან კარგი იქნებაა!!!
x.x
22 აგვისტო 2020 14:41
1
მთავრობა რაში უნდა ჩაერიოს მეგობარო?კერძო საკუთრებაა და როგორც უნდა ისე მართავს ეგ კაცი.თქვენ თუ გაქვთ საკმარისი თანხა დაელაპარაკეთ იქნებ მოგყიდოთ კიდეც.
ლევანი
22 აგვისტო 2020 19:39
0
ყველამ კარგად ვიცით რო ჩისკო კი არა ლიპი ვერ გაიყვანს დინამოს ლიგაზე.აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი. წაგებაცა და წაგებაც.ჩისკომაც წააგო ფეინოორდთან.რაც ჩხეტიანი მოვიდა გუნდი უკან წავიდა.ინერციით იგებდა რასაც იგებდა.მწვრთნელის ხელი საერთოდ არ ეტყობოდა გუნდს და ამიტომ ვთვლით ჩისკოს დაბრუნებას მართებულად თორე ჩისკოსაც ჰქონდა ჩავარდნები ოღონდ ეტყობოდა რო კაცი მუშაობდა.
ლ.გიო
22 აგვისტო 2020 14:38
1
ეგრე რა შე კაი ადამიანო! ძლივს არ გამოფხიზლდა! აქამდე კაიფში ხომ არ იყო ფიფია!
მწრთვნელი
22 აგვისტო 2020 14:35
2
ჰოდა რას იზამს ჩისკო ამ უნიჭოებს ჯგუფგურ ეტაპზე გაიყვანს?
ალეკსანდრე
22 აგვისტო 2020 14:24
0
უბრალო კითხვა მაქვს - ჩხეტიანსმა რომ მოიხადა ბოდიში, ფეხბურთელები რას ან ვის უცდიან?

მორალი - მაგათ ისე შესტკივათ გული დინამოს იმიჯზე, როგორ ჩვენ ირკუტსკის ირტიშზე. დინამო მაგათთვის არის ხელფასის დამრიგებელი ორგანიზაცია. მორჩა და გათავდა. დაუნიშნე ეხლა მაგათ მარჩელო ლიპი.
დიდგორელი
22 აგვისტო 2020 14:19
0

სიახლეები პოპულარული