ბრაზილიელი მცველი ვანდერსონ სილვა კარიერას "დილაში" გააგრძელებს, - იტყობინება გორული კლუბი თავისი საიტით:
"28 წლის მარცხენა მცველი ვანდერსონ სილვა გორის "დილას" ფეხბურთელია. ბრაზილიელმა უკანახაზელმა, რომელიც "დილას" რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოუერთდა, ჩვენს კლუბთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.
ვანდერსონმა კარიერის დიდი ნაწილი სამშობლოში, ბრაზილიის ქვედა ლიგების კლუბებში "ვილა ნოვაში", "ოპერარიოსა" და "ანაპოლისში" გაატარა, საზღვარგარეთ კი მან ისრაელის და აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგის კლუბებში - "სახნინისა" და "საბაჰის" რიგებში ითამაშა".