"დილა" ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელით გაძლიერდა

AutoSharing Option
27 წლის შემტევი ლიდორ კოენი კარიერას "დილაში" გააგრძელებს, - იტყობინება გორული კლუბის საიტი:

27 წლის ებრაელი შემტევი ლიდორ კოენი "დილას" ფეხბურთელია. მან სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ჩვენს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. კოენის ძირითადი სათამაშო პოზიცია მარცხენა შემტევია, თუმცა ცენტრალურ თავდამსხმელადაც შეუძლია თამაში.

ლიდორ კოენი ებრაული "ფეთახ თიკვას" აღზრდილია და თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში ამ გუნდის ღირსებას იცავდა. ლიდორს ისრაელის 21 წლამდე ნაკრების რიგებში ჩატარებულ 3 შეხვედრაში 1 ბურთი აქვს გატანილი".

მკითხველის კომენტარები / 5 /
სათაური მკლავს. ჯერ ისრაელის ნაკრები რაღაა, მერე მისი ახალგაზრდული და თან ამ უკანასკნელის ყოფილი მოთამაშე. იუჰ...
iase
12:00 19-09-2020
4
ასე აპირებს კლუბის ხელმძღვანელობა, მთავარი მწვრთნელის თანხმობის გარეშე, ფეხბურთელების დამატებას და მაღალი შედეგებისთვის ბრძოლას?
დილას ფანი
23:41 20-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული