ეროვნული ლიგა. XIV ტური: "მერანმა" "დილას" გაუძლო და უკანასკნელ ადგილს თავი დააღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-14 ტურში თბილისის "მერანისა" და "დილას" მატჩი 0:0 დასრულდა.

სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, განსაკუთრებით, შეხვედრის დასასრულს შეუტიეს - 78-ე წუთზე კოვტალიუკმა თავურით გაიტანა კიდეც, მაგრამ მსაჯმა თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა, ხოლო 90+4-ე წუთზე უკრაინელმა თავდამსხმელმა ხელსაყრელი პოზიციიდან კარს ააცილა ბურთი.

"დილა" 24 ქულით მესამე ადგილზეა და 3 ნოემბერს თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს, "მერანმა" კი ბოლო ადგილს თავი დააღწია და 4 ნოემბერს სტუმრად "სამტრედიას" დაუპირისპირდება.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
მერანი (თბ) - დილა 0:0

მერანი (თბ) (4-1-3-2): თევდორაძე
(კ), გაფრინდაშვილი, ნუსუევი, თევზაძე, ვასაძე, კახელიშვილი, შარიქაძე (გეწაძე 78), კაკაშვილი, დათუნაიშვილი, სარდალიშვილი (მახარობლიძე 86), ხაბულიანი (ბოლქვაძე 57)

მწვრთნელი: დარასელია

დილა (3-4-1-2): გუგეშაშვილი, მაისაშვილი (კ), სანტოსი, იენდეუნტი, სილვა, ეტოუ, ნონდი (შალიკაშვილი 88), მარკოზაშვილი, მადინგა (კოენი 77), ლექვთაძე (სპანდერაშვილი 70), კოვტალიუკი

მწვრთნელი: სოლოღაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული