საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურში საჩხერის "ჩიხურამ" გასვლაზე თბილისის "მერანი" ძალიან დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა- 2:1.
შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა მე-4 წუთზე გასხსნეს - რევაზ გეწაძის ჩაწოდებული ბურთი კარში დავით ბოლქვაძე გადაგზავნა, ბეგაშვილს ბურთის მოგერიებამდე ცოტა დააკლდა... პირველი ტაიმი "მერანმა" 1:0 მოიგო.
53-ე წუთზე "ჩიხურამ" წონასწორობა აღადგინა - წიქარიძემ მეკარის ბაქანში მყოფ ბუხაიძეს გაუკეთა პასი, ეს უკანასკნელი შემოტრიალდა და - 1:1.
გამარჯვების გოლი კი საჩხერელებს ძალიან ლამაზი გამოუვიდათ - ჯავაშვილმა საჯარიმოში წიქარიძეს დაუგორა, თენგიზმაც მოხდენილი მარცხენათი ბურთი თევდორაძის კარის მარჯვენა კუთხეში ჩასვა - 2:1.
ბოლო წუთებზე მასპინძლებს რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა გიორგი ბეგაშვილმა "ჩიხურას" მოაგებინა. კიპერმა ჯერ ფიფიას ჯარიმა მოიგერია, შემდეგ ახლო მანძილიდან დარტყმულ 2 ბურთსაც გაუმკლავდა და თავის გუნდს უპირატესობა შეუნარჩუნა.
ამ გამარჯვებით "ჩიხურამ" 9 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის ცხრილში მე-9 პოზიციას იკავებს, "მერანი" კი 6 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზეა და "პლეი-აუტში" მოხვედრისათვის უკანასკნელ 2 ტურში მინიმუმ 4 ქულა სჭირდება, ისიც თუ "ჩიხურა" ორივე მატჩს წააგებს.
თბილისი, მიხეილ მესხი 2
მერანი - ჩიხურა 1:2
1:0 დავით ბოლქვაძე (4), 1:1 გიორგი ბუხაიძე (53), 1:2 თენგიზ წიქარიძე (69)