როგორ გასცა ინფორმაცია ჩისკომ ქართულ ფეხბურთზე - მან "ლოკომოტივის" "გრანადასთან" მარცხში წვლილი შეიტანა

AutoSharing Option
ესპანური საიტი entrenadoresfutbol.es "დინამო თბილისის" აწ უკვე ყოფილ მწვრთნელ ჩისკო მუნიოსის შესახებ წერს.

თუ აღნიშნულ წყაროს დავუჯერებთ, ის ევროპის ლიგაზე "გრანადას" თბილისის "ლოკომოტივის" დამარცხებაში დაეხმარა.

საქმე იმაშია, რომ "გრანადას" "რკინიგზელებზე" ინფორმაციის მოძიება გასჭირვებიათ და დახმარებისთვის ჩისკოსთვის მიუმართავს, რომელიც ქართულ ფეხბურთში კარგადაა ჩახედილი.

მასაც დახმარებაზე უარი არ უთქვამს და თანამემამულეებს ქართველების დამარცხებაში თავისი წვლილი შეიტანა.

მოგეხსენებათ, 24 სექტემბერს "გრანადამ" საკუთარ მოედანზე "ლოკომოტივს" 2:0 სძლია.

რაც შეეხება ჩისკოს, მან დღეს თავისი ნებით დატოვა "დინამო თბილისის" მწვრთნელის პოსტი. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩემპიონშიპის ბინადარ "უოტფორდში"
გადავა სამუშაოდ.

მკითხველის კომენტარები / 30 /
როგორ გასცა და მეზარბაზნეები აღარ ყავთ მაგათო სეატყობინა
0
რა საიდუმლო?)) რის საიდუმლო))) ნეტავ კი ჰქონდეთ რამე დასამალი
kaxi
21:17 18-12-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული