"ტორპედომ" დავალიანების დაფარვა დაიწყო და მომავალ წელსაც ელიტაში იქნება

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ფეხბურთელების დავალიანების დაფარვა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის Facebook-გვერდი ავრცელებს, პოსტში კი ვკითხულობთ:

"ტორპედო" ქუთაისმა დაიწყო დავალიანების დაფარვა, რომელიც გუნდს 3 წლის განმავლობაში ჰქონდა. გუნდის აღმასრულებელი დირექტორის, პაპუნა მელაძის განცხადებით, კლუბი 2021 წელს დავალიანების გარეშე შეხვდება.

გამომდინარე აქედან, კლუბს აღებული ლიცენზია არ ჩამოერთმევა და ახალი სეზონიდან კვლავ უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას", - წერია პოსტში.

შეგახსენებთ, რომ "ტორპედოდან" რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ინვესტორი ჯუზეპე მანინო წავიდა, თუმცა კლუბში სხვა იტალიელები დარჩნენ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თუ ვალი დაიფარა კარგია, მაგრამ ვინ დაფარა იმას რატომ არა წერთ?...რა მაგის პასუხია და "გაგრას" რომ მოეგო საინტერესოა ისინი როგორ დააკმაყოფილებდნენ სალიცენზიო პირობებს?...არასოდეს დაწერილა "გაგრას" ვინ ინახავს.
emigranti
04:14 30-12-2020
0
ყოჩაღ ფხაკაძეებს ტორპედოს როგორ ვერ უპატრონეს!!! უბრალოდ ქუთათურობის გამო და ტრადიციის გამო მობუვლიდი თუ საჩემპიონო კლუბს არა ჩვეულებრივ კლუბს რომ ეკადრება ისეთს გავაკეთებდი სასურცხვილოდ სულს ღაფავს გაიქცევა ყველა ბავშვი თბილისში ტორპედოს საფეხბურთო სკოლაში ვინ მივაცროცა კლუბს ასეთი იმიჯი შეექმნა!
კახა
00:35 30-12-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული