ეროვნული ლიგის მეორე ტურში "სამგურალისა" და "საბურთალოს" მატჩი 0:0 დასრულდა.
ეროვნული ლიგის დებიუტანტმა "სამგურალმა" პირველ ტურში ქულა თბილისის "დინამოსთან" მოიპოვა, დღეს კი "საბურთალოსთან" და როგორც ჩანს, უჩა სოსიაშვილის კარგად ორგანიზებული გუნდი ამ სეზონში ნებისმიერ მეტოქეს ბრძოლას გაუმართავს.
ზესტაფონში ჩატარებულ მატჩში მომენტები ბევრი არ შეიქმნა და ლოგიკური ფრით დასრულდა.
10 მარტს "სამგურალი" გასვლაზე "თელავს" შეხვდება, ხოლო "საბურთალო" იმავე დღეს "ტორპედოს" უმასპინძლებს.