ეროვნული ლიგა. III ტური. ორი "დინამოს" ნაკლებად სანახაობრივ მატჩში ბათუმელებმა იმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მესამე ტურში ბათუმის "დინამომ" თბილისში ადგილობრივი "დინამო" 1:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ანგარიშის გახსნა ვერ შეძლეს. მოწოდების სიმაღლეზე იდგა მასპინძელთა მეკარე კვასხვაძე.

მეორე ტაიმში "დინამოს" მწვრთნელმა ჭელიძემ, რომელიც დისკვალიფიცირებული ნემსაძის ნაცვლად ხელმძღვნელობდა გუნდს, ცვლილებები განახორციელა და თამაში გათანაბრდა, თუმცა ძალიან დუნედ და უინტერესოდ მიმდინარეობდა.

ამ სიტუაციაში ბათუმელებმა დაწინაურება მოახერხეს - ლამაზი გოლით დედაქალაქელები მანჯგალაძემ დაამწუხრა. ეგ იყო და ეგ. მეტი ამ შეხვედრაში, რომელმაც მოლოდინი აშკარად ვერ გაამართლა, აღსანიშნავი, გარდა მოედანზე ზღვისპირული გუნდის ახალწვეულ მჭედლიძის შესვლისა,
არაფერი მომხდარა.

ბათუმის "დინამო" 7 ქულით ჯერჯერობით ლიდერია და 13 მარტს "სამტრედიას" შეხვდება, ხოლო 4 ქულით მესამე პოზიციაზე მყოფი თბილისის "დინამო" 14 მარტს "საბურთალოს" დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“

დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 0:1
გოლი: მანჯგალაძე (66)

დინამო (თბ) (3-4-1-2): კვასხვაძე, სპორსკლედე, ბენიო, მონხილი, რადინი, პაპავა (კ) (კობოური 33), მექვაბიშვილი (ქარდავა 78), გაგნიძე (კეიტა 78), გაბედავა (კუცია), ახვლედიანი (კასტრო 46), მარუშიჩი

მწვრთნელი: ჭელიძე

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, აზაროვი (ნავალოვსკი 90+2), აზაცკი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ტეიდი (ჩუკვურა 90+2), ჯიღაური, მანჯგალაძე, მამუჩაშვილი (ფანცულაია 81), ალთუნაშვილი, ნიქაბაძე (მჭედლიძე 75)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბატონო რომან სასწრაფოდ გაუშვი ნემსაძე , სამელუშიც ვერ მოხვდებით!!!
დინამო თბ
09 მარტი 2021 21:22
2
ნემსაძე გაუშვას და შევლენ სამეულშიც და ლიგაში, რა ლოგიკა არის?! რის საფუძველზე გამოიტანეთ ეგ დასკვნა ნამდვილად საინტერესოა. უბრალო, მარტივი რეალობა არის; ჯერ შორს ვართ ევროპასთან. სამწუხაროდ რაც ქვეყანაში ხდება ის ხდება ფეხბურთშიც. არ ვარ არც ფიფიას დიდი ფანი და ვერც საწინააღმდეგოს ვერ ვიტყვი ნამდვილად. არ ვარ კარგად ჩახედული, უბრალო გულშემატჯივარი ვარ, უბრალოდ არ გამიკვირდება ფიფიას წასვლის შემდეგ რამდენიმე თვეში, ბატონი ფიფია სანატრელი გაგვიხდეს. რაც შეუძლია კიდე აკეთებს როგორც ჩანს და ვერ ფიფია გავა გოლის გასატანად და ვერც ნემსაძე მისცემს გასატანს. პატივისცემით
Ds
11 მარტი 2021 01:07
0
გაბედავა რატო გაიყვანე, ვისი იმედი გქონდა? ვინ იყო გამტანი??
თორი
09 მარტი 2021 21:21
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული