პირველ ტაიმში სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ანგარიშის გახსნა ვერ შეძლეს. მოწოდების სიმაღლეზე იდგა მასპინძელთა მეკარე კვასხვაძე.
მეორე ტაიმში "დინამოს" მწვრთნელმა ჭელიძემ, რომელიც დისკვალიფიცირებული ნემსაძის ნაცვლად ხელმძღვნელობდა გუნდს, ცვლილებები განახორციელა და თამაში გათანაბრდა, თუმცა ძალიან დუნედ და უინტერესოდ მიმდინარეობდა.
ამ სიტუაციაში ბათუმელებმა დაწინაურება მოახერხეს - ლამაზი გოლით დედაქალაქელები მანჯგალაძემ დაამწუხრა. ეგ იყო და ეგ. მეტი ამ შეხვედრაში, რომელმაც მოლოდინი აშკარად ვერ გაამართლა, აღსანიშნავი, გარდა მოედანზე ზღვისპირული გუნდის ახალწვეულ მჭედლიძის შესვლისა, არაფერი მომხდარა.
ბათუმის "დინამო" 7 ქულით ჯერჯერობით ლიდერია და 13 მარტს "სამტრედიას" შეხვდება, ხოლო 4 ქულით მესამე პოზიციაზე მყოფი თბილისის "დინამო" 14 მარტს "საბურთალოს" დაუპირისპირდება.
თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 0:1
გოლი: მანჯგალაძე (66)
დინამო (თბ) (3-4-1-2): კვასხვაძე, სპორსკლედე, ბენიო, მონხილი, რადინი, პაპავა (კ) (კობოური 33), მექვაბიშვილი (ქარდავა 78), გაგნიძე (კეიტა 78), გაბედავა (კუცია), ახვლედიანი (კასტრო 46), მარუშიჩი
მწვრთნელი: ჭელიძე
დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, აზაროვი (ნავალოვსკი 90+2), აზაცკი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ტეიდი (ჩუკვურა 90+2), ჯიღაური, მანჯგალაძე, მამუჩაშვილი (ფანცულაია 81), ალთუნაშვილი, ნიქაბაძე (მჭედლიძე 75)
მწვრთნელი: გეგუჩაძე