ირაკლი რუხაძე "თელავიდან" "სამტრედიაში" გადავიდა

AutoSharing Option
ნახევარმცველი ირაკლი რუხაძე "თელავმა" სეზონის ბოლომდე იჯარით "სამტრედიაში" გაუშვა, - ამის თაობაზე ინფორმაციას კახური კლუბი "ფეისბუქით"ავრცელებს:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ "თელავის" შემტევი ნახევარმცველი, 24 წლის ირაკლი რუხაძე იჯარის წესით საფეხბურთო კლუბ "სამტრედიაში" ითამაშებს.

სკ "თელავი" მადლობას უხდის ირაკლის გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ წარმატებებს უსურვებს.

მადლობა "რუხა" იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენი გუნდის საკეთილდღეოდ და წარმატებისთვის გაგიკეთებია, საქმეს მუდამ პროფესიონალურად აკეთებდი და გვჯერა, კიდევ გააკეთებ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
წინ გადაუდგია ნაბიჯი
ბაჩი
20:52 12-03-2021
3

სიახლეები პოპულარული