"თელავი" გამოცდილი ნახევარმცველით გაძლიერდა

AutoSharing Option
25 წლის ნახევარმცველი ზაზა ციცქიშვილი კარიერას "თელავში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს.

"ჩვენი გუნდის ახალწვეული, 25 წლის გამოცდილი ნახევარმცველი ზაზა ციცქიშვილი უკვე თელავშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ფეხბედნიერი იყოს შენი მოსვლა ზაზა ჩვენს დიდ ოჯახში და მრავალი წარმატებები შენს ახალ გუნდთან ერთად!"

ციცქიშვილი ადრე მშობლიური "რუსთავის" და ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული