გამოცდილ სოსო ფრუიძეს "სამგურალში" მშვენიერი დაბრუნება გამოუვიდა, მისმა გუნდა ჩემპიონატში მეორედ გაიმარჯვა, შუალედში კი საქართველოს თასის შემდეგ ეტაპზეც გააღწია.
"დინამო" მატჩს ქობულეთის "შუქურასთან" თასზე გამოვარდნის გამო უხასიათოდ შეხვდა და ჩემპიონატში უკვე მეორე მარცხი განიცადა. თბილისელებს ერთადერთი ფრე სწორედ "სამგურალთან" პირველი ტურის შეხვედრაში აქვთ...
კიდევ ერთი მშვენიერი შეხვედრა ჰქონდა ერთადერთი გოლის ავტორ, სერგო კუხიანიძეს. ფორვარდმა ეროვნულ ლიგაში მესამედ(44-ე წუთზე) გაიტანა და სხვა არაერთი მომენტიც ჰქონდა. შეხვედრის ბოლოს წყალტუბოელებმა ბურთი მეტოქეს დაუთმეს, თუმცა დინამოელებმა ხელსაყრელი ვერაფერი შექმნეს, კონტრშეტევაზე კი მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე გიორგი ბუხაიძისგან მეორე გოლიც მიიღეს.უცნაურია, რომ უკვე გაფრთხილებულმა გოლის ავტორმა მაისურის გახდის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
წყალტუბო, "26 მაისი"
სამგურალი - დინამო თბილისი 2:0
გოლები: 1:0 კუხიანიძე(44), 2:0 ბუხაიძე (90+5)
გოლები, ავტოგოლი,გაძევება - საინტერესო მატჩი ეროსი მანჯგალაძეზე [VIDEO]