შეხვედრის პირველ ნახევარში ინერტული თამაშის შემდეგ, ქუთაისელთა თავკაცმა შოთა ბაბუნაშვილმა ორმაგი ცვლილება გააკეთა, მოედანზე შემოსვლიდან ოთხ წუთში კი ფადი ზიდანმა მშვენივრად იმოქმედა და ანგარიში გახსნა.
გაშვებული გოლის შემდეგ, გორის "დილამ" უპირატესობა მოიპოვა. შეხვედრის უკანასკნელ წუთებში, "ტორპედო" გაშვებულ გოლს არაერთხელ გადაურჩა. ჯერ მეკარე დინო ჰამზიჩმა ითამაშა კარგად, შემდეგ კი სახიფათო სიტუაცია მცველებმა განმუხტეს. მატჩის დამატებით წუთებზე, ბოსნიელმა კი[პერმა თანაგუნდელები კიდევ ერთხელლ გადაარჩინა.
ეს ქუთაისის "ტორპედოს" ზედიზედ მეორე გამარჯვებაა, რამაც გუნდის სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოასწორა.
ქუთაისი. რამაზ შენგელია
ტორპედო- დილა 1:0
გოლი: 1:0 ზიდანი(49)"ტორპედო" მე-15 ტურში "შუქურას" ესტუმრება, გორის დილა კი შუა კვირაში თასზე "საბურთალოს", ეროვნული ლიგის მომდევნო ტურში კი თბილისის "დინამოს" შეხვდება.