"საბურთალომ" რუსთავში "თელავი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-15 ტურში "საბურთალომ" "თელავს" 2:0 სძლია.

რუსთავში ძლიერი ქარი ქროდა, რაც გუნდებს თამაშში ხელს უშლიდა. 59-ე წუთზე დედაქალაქელები ლაცაბიძემ სადებიუტო გოლით დააწინაურა. მატჩის ბოლოს თელაველები შტურმზე გადავიდნენ. შეტევაში მათი მეკარე ჩოჩიშვილიც მონაწილეობდა და შეცვლაზე შესულმა ლ. ნონიკაშვილმა კონტრიერიშისას მეორედ დაამწუხრა მეტოქე.

"საბურთალო" 24 ქულით მეხუთე ადგილზეა, "თელავი" კი 8 ქულით - უკანასკნელ, მეათეზე.

9 ივნისს „საბურთალო“ „დილას“ უმასპინძლებს, ხოლო „თელავი“ 10 ივნისს ბათუმში „დინამოს“ დაუპირისპირდება.

რუსთავი.“ტექნიკური ცენტრი“
თელავი - საბურთალო 0:2
გოლები: 0:1 ლაცაბიძე (59), 0:2 ლ. ნონიკაშვილი
(90+6)

თელავი (3-4-3): ჩოჩიშვილი, ჯიქია, ბერიაშვილი (კ), ფაცაცია, შერგელაშვილი, მ. ბაშელეიშვილი, ჯანელიძე, ინჯგია, არდაზიშვილი (ციცქიშვილი 60), ხაბულიანი (კაპანაძე 46), შეყილაძე (ბაიბილაევი 71)

მწვრთნელი: მიქაძე

საბურთალო (3-4-1-2): გოშაძე, მალი, ლაცაბიძე, ჯგერენაია, კაკუბავა (კ), მუდრაკი, ი. ტაბატაძე (შულაია (71), ცნობილაძე (ძებნიაური 87), ტერა (შ. ნონიკაშვილი 87), გოჩოლეიშვილი (თ. ტაბატაძე 81), მანდრიჩენკო (ლ. ნონიკაშვილი 71)

მწვრთნელი: შუბითიძე

მკითხველის კომენტარები / 2 /
თელავის სტადიონი რაგბი ევროპის მატჩს მასპინძლობს საართველო-ბელგია/ჰოლანდიას მინდორს ინახავენ,ცხელა
გულშემატკივარი
00:47 25-05-2021
0
და თელავი რუსთავში რატო თამაშობს???
ვახო
23:35 24-05-2021
0

სიახლეები პოპულარული