ცხადაძის "დინამო" გალიდერდა - "შუქურა" და "საბურთალო" დაზავდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 ივნისს, ეროვნული ლიგის 2 მატჩი გაიმართა.

თბილისის „დინამომ“ სტუმრად „სამტრედია“ 2:0 დაამარცხა, კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით პირველი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა, თუმცა თუ ხვალ ბათუმის „დინამომ“ წყალტუბოში „სამგურალს“ სძლია, ლიდერობას დაიბრუნებს. „სამტრედია“ კი 10 ქულით კვლავ ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.

კახა ცხადაძის გუნდი 19 ივნისს "ლოკომოტივს" შეხვდება, "სამტრედია" კი იმავე დღეს თბილისში "საბურთალოს".

სამტრედია“. „ეროსი მანჯგალაძე“

სამტრედია - დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 რადინი (24), 0:2 ახვლედიანი (80)

ფოთში "შუქურასა" და "საბურთალოს" შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. 28 ქულით
მესამე ადგილზე მყოფი "საბურთალო" 19 ივნისს "სამტრედიას" უმასპინძლებს, ხოლო "შუქურა" 16 ქულით მე-8 პოზიციაზეა და 18 ივნისს გასვლაზე "თელავს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
წელს ბათუმის დინამო აიღებს თასს✊
ფრიდონ ზოიძე
01:50 15-06-2021
0
ცეცაძე ძალიან უნიჭო და უსუსური მწვრთნელია,გუნდი უნდა დატოვოს სასწრაფოდ ან მეტი დატოვოს რასაც ტოვებს...
სამტრედია
01:38 14-06-2021
1

სიახლეები პოპულარული