თბილისის "დინამო" ბათუმის "დინამოს" დაეწია - "საბურთალო" მესამე ადგილზე აღზევდა

AutoSharing Option
დღეს, 19 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-18 ტურის დარჩენილი ორი მატჩი ჩატარდა.

„საბურთალომ“ „სამტრედიას“ დამაჯერებლად სძლია 4:0 და 31 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „სამტრედია“ 10 ქულით აუტსაიდერია.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
საბურთალო - სამტრედია 4:0
გოლები: 1:0 გიორგაძე (17, საკ. კარში), 2:0 გოჩოლეიშვილი (42), 3:0 ნონიკაშვილი (83), 4:0 ოდუკო (90+1)

თბილისის „დინამომ“ გაბედავას დუბლით 2:0 დაამარცხა „ლოკომოტივი“ და ქულებით ლიდერ ბათუმის „დინამოს“ დაეწია, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება. რაც შეეხება „ლოკომოტივს“, 30 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - ლოკომოტივი 2:0
გოლები: 1:0 გაბედავა (17), 2:0 გაბედავა (65, პენ)

altცხადაძის "დინამო" გალიდერდა - "შუქურა" და "საბურთალო" დაზავდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული