ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესოები ბათუმელები არიან

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მეორე წრის რჩეულები დაასახელა. საუკეთესო მოთამაშე ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მეკარე ლაზარე კუპატაძე გახდა.

ბათუმის "დინამომ" მეორე წრეში მხოლოდ ხუთი გოლი გაუშვა და კუპატაძემ ხუთ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

შეგახსენებთ, პირველი წრის რჩეულად თბილისის "დინამოს" სერბი ფორვარდი ზორან მარუშიჩი დასახელდა.

მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელის წოდება გია გეგუჩაძემ მოიპოვა. ბათუმელები 9 შეხვედრიდან მხოლოდ ერთში დამარცხდნენ (1:2 "ლოკომოტივთან") და ორი ფრე ("ტორპედოსთან" და "სამგურალთან") ითამაშეს, დანარჩენ მატჩებში კი იმარჯვეს. გეგუჩაძის შეგირდებმა 22 გოლი გაიტანეს.

პირველი წრის საუკეთესო
მწვრთნელი გორის "დილას" უკრაინელი დამრიგებელი ანდრეი დემჩენკო გახდა.

ეროვნული ლიგის მესამე წრის პირველი ტური 22 და 23 ივნისს გაიმართება.


altეროვნული ლიგა. XVI ტური. ბათუმის დინამომ ახალ სტადიონზე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
გუნდი სადაც ერთი ადგილობრივი ფეხბურთელიც არ თამაშობს
1 მაინც არის ვინმე?
17:15 21-06-2021
2

სიახლეები პოპულარული