თბილისის "საბურთალო" ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა მოთამაშემ და ეროვნულ ლიგაში გამორჩეულმა ნახევარმცველმა ელვინ ტერამ დატოვა. კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:
"ელვინ ტერასა და "საბურთალოს" 6-წლიანი ურთიერთობა დასრულდა. კენიელ ნახევარმცველს "საბურთალოსთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და კარიერას სხვაგან გააგრძელებს.
ელვინმა ბოლო ოფიციალური მატჩი წყალტუბოში, "სამგურალთან“ გამართა და კლუბს დაემშვიდობა. იგი "საბურთალოში" 2015 წლიდან ირიცხებოდა. საყრდენმა ნახევარმცველმა 154 ჩატარებულ მატჩში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო."
გავრცელებული ინფორმაციით, ტერა "არარატ არმენიას" ღირსებას დაიცავს. შეგახსენებთ, 2019 წელს ევროპის ლიგის გათამაშებიდან "საბურთალო" სწორედ ამ სომხურმა კლუბმა გამოთიშა.
15:41 01-07-2021
ეროვნული ლიგის გამორჩეული ფეხბურთელი სომხეთის ჩემპიონატს უახლოვდება
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
სომხეთის ჩემპიონატს, რომ ამჯობინებენ :( ყველამ გაგვასწრო
23
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული