26 წლის ნახევარმცველი მათე ცინცაძე "ტორპედოში" დაბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი "ფეისბუქით" ავრცელებს.
ცინცაძე "ტორპედოს" ღირსებას 2013 და 2018-19 წლებში იცავდა, ბოლოს ალბანეთის "კუკესში" თამაშობდა, იქამდე კი თბილისის "ლოკომოტივში", თბილისის "დინამოში", "პოგონში", "რუსთავში", "იელგავასა" და ბათუმის "დინამოში" ასპარეზობდა.
ის საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ხოლო ეროვნულ გუნდში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.