კახა კუჭავა: ვიხილავთ ქუთაისის "ტორპედოსაც" მალე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს

AutoSharing Option
ქუთაისში, მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენისას პარლამენტის თავჯდომარე კახა კუჭავამ ქუთაისის "ტორპედოს" შესახებ ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, მალე "ტორპედო" ალბათ, ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

"ქუთაისს უნდა მოვუტანოთ ბევრი წარმატება, არამხოლოდ განათლება, ხელოვნება იქნება ეს, სპორტი თუ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციის აღდგენა თუ გაძლიერება, რომლითაც ქუთაისი იყო ძლიერი. ვიხილავთ, "ქუთაისის ტორპედოსაც" ალბათ მალე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად და ბევრი სხვა წარმატება, რომელიც მოჰყვება იმ შემართებას, რომელიც მოჰყვება ამ ქალაქის განვითარებას", - თქვა კუჭავამ.
მკითხველის კომენტარები / 108 /
ასეთი დონის ხალხი(თქვენ გგონია იტყუება არა მართლა სჯერა) რომ მართავს ქვეყანას იმითოა ფეხბურთი და სხვა ყველაფერი ასეთ დღეში.
fff
05 სექტემბერი 2021 11:37
1
ხალხო, გაიყიდა ტორპედო აუქციონზე თუ იცით?
benson
05 სექტემბერი 2021 11:10
1
და მართლა რო ეგრე მოხდეს :)))))))))
ლშა
05 სექტემბერი 2021 11:05
21
ამას და ღარიბაშვილს ეტყობა ბიძინამ მასტერ-კლასი ჩაუტარა.კობახიძე კი როგორც ჩამორჩენილი მოწაფე მეორეჯერ დარჩა სასწავლებლად.
ჟორა
05 სექტემბერი 2021 10:58
2
არქიფოს მსახური :))))
ლუკა
05 სექტემბერი 2021 10:54
0
ხოო ქვეყანა ხო ააყვავეთ,იმიტომაც გვეხვეწებიან ევროკავშირი და ნატო შემოდით ჩვენ კავშირშიო . ეხლა ტორპედოსაც მოაგებინებთ ჩემპიონთა ლიგას და ნაკრებს ევროპასა და მსოფლიო ჩემპიონატებს. ასეთი უტიფარი ტყუილების ღირსნი ვართ ხალხი თქვენ და თქვენნაირი მატყუარები რომ არიან ქვეყნის მართვაში ...
დათო
05 სექტემბერი 2021 10:45
2
ღმერთო გვიშველე ამათ ხელში.
goga8004
05 სექტემბერი 2021 10:41
0
კი, მომავალ წელს ნაკრებიც მსოფლიო თასს აიღებს! - მართლა გჯერათ რო ტოროედო ჩემპიონთა თასს აიღებს თუ ვუნმემ დაგაჯერათ???-:)))-ფეხბურთი იცით რას ნიშნავს?? ან რას აკეთებთ რომ წარმატებები გვქონდეს??
ბათუმი
05 სექტემბერი 2021 10:26
1
ოეე ოცნება, დაეშვი ცოტა დაბლა თუ არა ნამეტანი გლახა შესახედი ხარ ქვევიდან
მეველე
05 სექტემბერი 2021 10:20
0
და გაიმართება შემდეგ შეხვედრა "ტორპედო" ვასიუკი (ანუ ქუთაისი) - დანარჩენი სამყარო. და ამ მატჩს მოიგებენ... ტორპედოელები!!! ვაშაააა!!! (ილფი და პეტროვი, "12სკამი" ,ანუ კახა და კუჭავა "მაგარი სკამი")
Alexandre
05 სექტემბერი 2021 10:15
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული