ბათუმის "დინამო" სანუკვარ ჩემპიონობას უახლოვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 28-ე ტურში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ტორპედო“ 3:1 დაამარცხა.

აჭარული გუნდი დებიუტში ფანცულიამ დააწინაურა, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ მირცხულავამ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მეორე ტაიმში ბათუმელებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

ბათუმის „დინამომ“ მეორეადგილოსანი თბილისის „დინამო“ უკვე 7 ქულით ჩამოიტოვა და 16 ოქტომბერს „შუქურას“ შეხვდება, ხოლო 26 ქულით მერვე პოზიციაზე მყოფი „ტორპედო“ იმავე დღეს თბილისში „დინამოს“ დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) – ტორპედო 3:1
გოლები: 1:0 ფანცულაია (10), 1:1 მირცხულავა (45), 2:1 მანჯგალაძე (62), 3:1 ზარია (90+1)

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ბათუმს! იმედია პოლიტიკური თემები გუნდის წიმსვლას არ შეაფერხებს! თორე კარგად.მახსოვს 2003-ის მერე მიშას მოსვლამ რა დღეშიც ჩააგდო აჭარული სპორტი.
დევი
10:45 04-10-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული