"ტორპედომ" და "საბურთალომ" ქულები გაიყვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 30-ე ტურში "ტორპედოსა" და "საბურთალოს" მატჩი 1:1 დასრულდა.

შეხვედრა აქტიურად დაიწყო. თბილისელებმა მეტოქის კარზე რამდენიმე იერიში მიიტანეს. კარისკენ გაგზავნილი ბურთი 3-ჯერ მცველებმა დაბლოკეს, 23-ე წუთზე კი "საბურთალოს" ანგარიშის გახსნა მართებდა - გიორგი გოჩოლეიშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა ქუთაისელთა კიპერმა ლევან შოვნაძემ მშვენივრად ითამაშა და მეტოქის შემტევს კარი არ ააღებინა. უმოქმედოდ არც ქუთაისელები ყოფილან - კუთხურის შემდეგ საგოლე ეპიზოდი შექმნეს და პირველი ტაიმის ბოლოს გოლს სტუმრებიც გადაურჩნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში თორნიკე ახვლედიანმა მასპინძლები დააწინაურა, რის შემდეგაც მისმა გუნდმა უკან
დაიხია და დაჩი ცნობილაძემ ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში ორივე გუნდი ამაოდ ცდილობდა გოლის გატანას და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

50 ქულით მესამე ადგილზე მყოფი „საბურთალო“ 24 ოქტომბერს თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ტორპედო“, რომელიც 27 ქულით მერვე პოზიციაზეა, იმავე დღეს გასვლაზე „თელავს“ შეხვდება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - საბურთალო 1:1
გოლები: 1:0 ახვლედიანი (50), 1:1 ცნობილაძე (70)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული