ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივართა კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომ" გუნდის მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის გადაყენების გამო უკმაყოფილება თავისი "ფეისბუქის" გვერდით გამოთქვა:
"ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო "ჩხეტოს" გაშვება. რამდენიმე თვის წინ ჩვენ გვითხრეს, რომ მას ენდობოდნენ და ამ სეზონში მისი დავალება გუნდის ეროვნული ლიგაში დარჩენა იყო. არავითარი ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რის გამო გაუშვეს და ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა.
უახლოეს მომავალში ამ საკითხზე შევხვდებით ხელმძღვანელობას და მოვითხოვთ დეტალურ ახსნა-განმარტებას.
განაწყენებულები ვართ იმაზე, რომ სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ჩვენ არავინ არაფერი გვითხრა და კარგად
უნდა
იცოდეთ, რომ ამ გუნდში და ამ ქალაქში ასე არაფერი ხდება.
ეს ხალხის გუნდია და არა რომელიმე კერძო პირის. არ აქვს მნიშვნელობა, ვის მოიყვანენ მწვრთნელად, მაგრამ ახლა რომ "ტორპედო" გავარდეს, არავინ გაპატიებთ. იმედია, ხვდებით ამას.
P.S. როგორც კი შევხვდებით ხელმძღვანელობას და გავიგებთ, დეტალურ ინფორმაციას ამ თემაზე აუცილებლად დავწერთ აქ და გაგაგებინებთ ყველაფერს".