ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატზე "აპოელის" თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა.

მე-9 ტურში "აპოელმა" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა აელ-ი. ამ მატჩში ანგარიში 37-ე წუთზე პენალტით ქვილითაიამ გახსნა, 56-ე წუთზე ლუკას სოუზამ დალაშქრა მეტოქის კარი, ხოლო 72-ეზე ქვილითაიამ დუბლი შეასრულა. მან ჩემპიონატის 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა, თორნიკე ოქრიაშვილმა 77-ე წუთამდე, ხოლო ბუბა დაუშვილი ტრავმირებულია.

"აპოელმა" ცუდი სტარტის შემდეგ მდგომარეობა გამოასწორა, 13 ქულით მე-4 ადგილზეა და 22 ნოემბერს სტუმრად აეკ-ს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩხირი კედელს
0
იმედია ძალიან არ დაიღალა
სასწრაფოდ ნაკრებში
23:29 06-11-2021
0

სიახლეები პოპულარული