
ეროვნული ლიგის 35-ე ტურში კიდევ ორი მატჩი ჩატარდა.
საგურამოში უმოტივაციო „ლოკომოტივი“ და „ტორპედო“ დაზავდნენ (1:1) და ქუთაისური გუნდი უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-აუტში მარტვილის „მერანს“ შეხვდება.
68-ე წუთზე მასპინძლები იმრანმა დააწინაურა, ხოლო 90+3-ე წუთზე ზიდანმა ანგარიში გაათანაბრა.
„თელავმა“ გორში „დილას“ 3:1 სძლია და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ამ მატჩში სამი ავტოგოლი გავიდა. რაც შეეხება „დილას“, წინა ტურში გაინაღდა მესამე ადგილი და ევროტურნირის საგზური და ამ შეხვედრას მისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა.