პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში "გაგრამ" ქობულეთის "შუქურას" თბილისის ზღვის ბაზაზე უმასპინძლა, 1:0 დაამარცხა და 2022 წელს ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. მოგეხსენებათ, ქობულეთში, ამ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება უგოლო ფრით (0:0) დასრულდა. 

ნომინალურმა მასპინძლებმა შეხვედრა იდეალურად, სწრაფი გოლით დაიწყეს - მე-7 წუთზე თამაზ მაქაცარიამ, რომელიც ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 წრის სიმბოლურ ნაკრებში ვერ შევიდა (ფორვარდის მოზიციაზე იქ მარტვილის "მერანელი" სილაა), გურამ სამუშიას პასი გოლად აქცია.

სტუმრებს გოლის გატანა აუცილებლად სჭირდებოდათ და მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყეს - გაგრელები აიძულეს, უკან დაეხიათ, თუმცა
ქობულეთელები რეალური საგოლე მომენტის შექმნას ვერ ახერხებდნენ.

შეხვედრის ტემპი დაბალი იყო - ხშირი შეჩერებებითა და ნაკლები სანახაობით, გაწევ-გამოწევაც ვიხილეთ. საბოლოოდ, "გაგრამ" ანგარიშის შენარჩუნება და სასურველი მიზნის მიღწევა მოახერხა - კლუბი 10 წლის შემდეგ ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა.

12.12.21. თბილისის ზღვის ბაზა

"გაგრა" - "შუქურა" 1:0

გოლი: 1:0 მაქაცარია (7)

დღესვე, ეროვნული ლიგის მომავალი სეზონის უკანასკნელი მონაწილე გაიკვევა - 19:00 საათზე ქუთაისის "ტორპედო" მარტვილის "მერანს" უმასპინძლებს. პირველ შეხვედრაში მარტვილელებმა 2:0 გაიმარჯვეს და იმერლებს რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევთ.

alt"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული