
"საბურთალო" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ გამოცდილი მცველი ნოდარ იაშვილი თბილისის "დინამოდან" მათ გუნდში გადავიდა:
"მომავალი სეზონიდან საბურთალოელთა რიგებს ნოდარ იაშვილი დაიცავს, რომელიც ბოლოს თანაქალაქელ "დინამოში" თამაშობდა. იაშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში სწორედ "საბურთალოს" შემადგენლობას იცავდა".