ანდრეს კარასკო "დინამოში" აკადემიის მწვრთნელად დაბრუნდა

AutoSharing Option
"დინამო თბილისის" აკადემიის მთავარ მწვრთნელად ანდრეს კარასკო დაინიშნა. ესპანელმა სპეციალისტმა თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 3 წლის ვადით გააფორმა.

კარასკო წარსულში უკვე მუშაობდა "დინამოში", 2011-12 წლებში აკადემიის ჩამოყალიბება სწორედ მის სახელს უკავშირდება.

ანდრეს კარასკოს სამწვრთნელო კარიერა საფეხბურთო კლუბ "ბარსელონაში" დაიწყო. იგი ლა მასიაში 12 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამას გარდა, კარასკო სხვადასხვა დროს "მალაგას" 16-წლამდელთა და დონეცკის "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. ესპანელმა სპეციალისტმა გარკვეული პერიოდი "საბურთალოს" აკადემიაშიც იმუშავა. აკადემიების გარდა, კარასკოს ძირითად გუნდებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს - იგი ესპანური "საბადელის", ავსტრალიური
"ვესტერნ სიდნეი უონდერერსის" და თურქული "კარაბიუკსპორის" მთავარი მწვრთელის ასისტენტი გახლდათ. "დინამოში" დაბრუნებამდე კი, კარასკო ქუვეითის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

ესპანელი სპეციალისტი "დინამოს" აკადემიაში მუშაობას 2022 წლის იანვრიდან დაიწყებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ადრე დაუმსახურებლად გაუშვა ფიფიამ, ცუდად მოექცა და რახან ეს ისევ აქ დაბრუნდა,მაგრად გაუჭირდა ეტყობა, თორემ სადაც ბოლო ხანებში იყო, იმის შემდეგ ეს უკან გადაგმული ნაბიჯია მისი მხრიდან. ალბათ მართლა მაგრად გაუჭირდა.
იური
00:32 28-12-2021
1

სიახლეები პოპულარული