"როგორ მოვხვდით ამ ტურნირზე? საქართველოში მყავს მეგობარი, ანდრეს კარასკო, რომელთან ერთადაც "ბარსელონაში" ვმუშაობდი. ახლა ის "საბურთალოს" სპორტული დირექტორია. ტურნირის ჩატარება სწორედ მისი იდეა იყო და სიამოვნებით დავთანხმდით, რადგან ბიჭებმა ფანტასტიკური გამოცდილება მიიღეს...
საქართველოში ძალიან თბილად დაგვხვდნენ. იქ "დნიპრო" უყვართ, რადგან ჩვენთან სამი ქართველი თამაშობს - ჯაბა კანკავა, სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე...
ჯიმი ტაბიძისა და გიორგი თევზაძის მიმართ "ლივერპულისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" ინტერესის თაობაზე "ლელო" ახალ წლამდე წერდა. "საბურთალოს" პრეზიდენტისგან ვიცოდით, რომ სერიოზული ინტერესი იყო გიორგი ხარაიშვილის მიმართაც, მაგრამ ესპანურ ვარიანტზე მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.
"საბურთალოს" კაპიტანი 1996 წელსაა დაბადებული და გიორგი დევდარიანის დროინდელი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ.
ხარაიშვილი მარნეულელია. ჯერ იქ დადიოდა ფეხბურთზე, შემდეგ თემურ ფოცხვერიამ თბილისში წამოიყვანა და "ოლიმპში", შოთა ჭეიშვილთან ვარჯიშობდა, მერე კი - "საბურთალოში" გიორგი მიქაძესთან, გიორგი ჭიაბრიშვილთან, გიორგი დევდარიანთან, ხოლო ახლა უკვე პირველი ლიგის გუნდში, თემურ შალამბერიძის ხელმძღვანელობით თამაშობს.
"საბურთალოს" "ათიანმა" ტურნირზე 3 ულამაზესი გოლი გაიტანა, მათ შორის - ფინალში, მადრიდის "ატლეტიკოსთან". პენალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმაც მან შეასრულა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დამსახურებულად აღიარეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"საბურთალოდან" ერთი "ლივერპულს" მიჰყავს, მეორე - მადრიდის "ატლეტიკოს"!
ესპანელი სელექციონერი: საქართველო საინტერესო და პერსპექტიული ბაზარია
"სალერის თასის" ფინალში "საბურთალომ" მადრიდის "ატლეტიკო" დაამარცხა [PHOTO]