გუგეშაშვილი პოლონეთში დაბრუნდა - სად გააგრძელებს კარიერას?

AutoSharing Option
გორის "დილას" 22 წლის კიპერ ლუკა გუგეშაშვილის მიმართ ქართველი გულშემატკივრების ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ის ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შეკრებაზე მიიწვია.

სოციალურ ქსელებში აქტიურად იწერება, რომ ლუკა "ტორპედოს" ინტერესის სფეროშია. ამას ისიც დაერთო, რომ ქუთაისელთა მეკარე ლევან შოვნაძე "სამგურალში" ჩაირიცხა.

22 წლის გუგეშაშვილს გორელებთან საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა და თავის კლუბ "იაგელონიაში" დაბრუნდა - ეს ინფორმაცია "დილას" პრესსამსახურში დაგვიდასტურეს. დარჩება თუ არა მეკარე პოლონურ გუნდში, ეს ჯერ გარკვეული არაა.

შეგახსენებთ, მომავალ ზაფხულს ანდრეი დემჩენკოს გუნდი კონფერენს ლიგაზე ითამაშებს. აქვე გეტყვით,
რომ ცოტა ხნის წინ "დილამ" მეკარე დემეტრე ბულისკირია გადაიბირა.

altგუგეშაშვილი "იაგელონიამ" თურქეთში შეკრებაზე წაიყვანა

altლუკა გუგეშაშვილი საფრანგეთთან ნამატჩევს: ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი!

altლუკა გუგეშაშვილი: იმედი გამიჩნდა, რომ იანვრიდან "იაგელონიას" მთავარ გუნდში ვიქნები

მკითხველის კომენტარები / 2 /
ისე გუგეშაშვილი, მამარდაშვილს არაფრით ჩამოუვარდება.
1
კარგი ამბავია, მაგრამ ისიც გავიხსენოთ, რომ ერთი წლის წინათაც ასევე "დაბრუნდა" პოლონეთში და მერე მაინც ისევ გორის "დილაში" ითამაშა იჯარით. ასე რომ, დავაცადოთ ჯერ "დაბრუნება"...
კირკიტა
20:14 03-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული