"სამგურალი" ახალი სეზონიდან გადახალისდება - გუნდს გიორგი მიქაძე გაწვრთნის. წყალტუბოელთა რიგები პაპუნა ფონიავამ, გიორგი ბუხაიძემ, ირაკლი ლექვთაძემ, დათო კირკიტაძემ, კახაბერ მეშველიანმა და რაფიკ ამინუმ დატოვეს.
"სამგურალში" "ტორპედოს" ყოფილი მეკარე ლევან შოვნაძე, "შუქურას" ვეტერანი ბრაზილიელი ნახევარმცველი ჯეფერსონ ჯერალდო და "ლოკომოტივის" თავდამსხმელი მამია გავაშელიშვილი გადავიდნენ.
26 წლის გავაშელიშვილს კონტრაქტი დღეს გაუფორმეს.