თბილისის "დინამომ" გამორჩეული ფლანგელი შეიძინა

AutoSharing Option
თორნიკე კირკიტაძე კარიერას "დინამო თბილისში" გააგრძელებს. ფეხბურთელსა და თბილისურ კლუბს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა. კირკიტაძე "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია. სხვადასხვა ასაკობრივ გუნდთან ერთად ფლანგელს ერთი ოფიციალური შეხვედრა "დინამოს" პირველ გუნდშიც აქვს გამართული.

თორნიკე კირკიტაძის ბოლო კლუბი თბილისის "ლოკომოტივი" გახლდათ. მის ანგარიშზე 68 შეხვედრაში გატანილი ცხრა გოლი და ოცი საგოლე გადაცემაა. 2020 წელს მარჯვენაფლანგელმა "ლოკომოტივთან" ერთად უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა და სამივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში გახლდათ. სხვადასხვა დროს კირკიტაძე ასევე საჩხერის "ჩიხურას" და "რუსთავის" ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება
თორნიკე კირკიტაძის სანაკრებო კარიერას, 2016 წელს იგი ორჯერ მიიწვიეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში.

Fc Dinamo Tbilisi
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეგრე რა, ძლივს ნორმალური მოთამაშე აიყვანეს, თორემ ბელორუსიის ფარმ-კლუბი გახდა ლამის
გია
17:49 09-01-2022
5
ერთადერთი რამ რაც თბილისის დინამოსკენ უკან მომატრიალებს ესაა ფიფიას წასვლა. სანამ იქაა წავიდნენ მაგათი, არასდროს არ ვუყურებ და არც მაინტერესებს!
კაპიტან გარდენბურგი
22:54 09-01-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული