"ტორპედო" აღარ ხუმრობს - მალე პაპუნაშვილს დაიმატებს?

AutoSharing Option
"ტორპედო" გაძლიერებას გააგრძელებს - გულშემატკივართა ჯგუფი "ჩვენ ვართ ტორპედო" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი მალე მათ გუნდში ჩაირიცხება:

"26 წლის შემტევი გიორგი პაპუნაშვილი კარიერას "ტორპედოში" გააგრძელებს.

ტრანსფერის დახურვა დასკვნით ფაზაშია და მალე გაოფიციალურდება".

პაპუნაშვილმა "აპოლონი" ცოტა ხნის წინ დატოვა. იქამდე თბილისის "დინამოში", "ვერდერის" დუბლებში, "სარაგოსასა" და "რასინგში" თამაშობდა, საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ეროვნულ გუნდში კი 14 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვინც გინდა დაიმატონ,ცეცაძის ხელში მორიგი ფლეი-ქუთ-ში ვნახავთ, თუ მანამდე არ გაიქცა სამტრედიის მსგავსად.
დათო
12 იანვარი 2022 18:42
2
ყოჩაღ ქუთაისს, ნამდვილად მაღალი კლასის ფეხბურთელია და გუნდსაც მოუხდება და ჩემპიონატსაც. თუ ისეთი ფორმა აკრიფა რისი პოტენციალიც აქვს, ევროპულ კარიერას ისევ შეძლებს და ტორპედოც სარგებელს ნახავს. წარმატებები პაპუ, მინიმუმ 10 წელი მაღალ დონეზე უნდა ითამაშო
***
10 იანვარი 2022 20:50
0
ტრაბზონსპორი აკვირდება...
მადრიდისტი
10 იანვარი 2022 18:54
1
აუფ მაგარი ვაჟკაცობაა უსაქმური და ყველასათვის გამოუსადეგარი პაპუნაშვილის დამატება.DDDD არაბიძე დაიწუნეს და ეს რითი ჯობია ვითომ? ის ჯარიმას მაინც ურტყამს, ბარემ ჭანტურია ჩამოიყვანეთ და ეგ სუპერ-მეგა ტრანსფერი იქნება.DDDDDDDDDDDD
fff
10 იანვარი 2022 12:17
12
რაც ამ ბიჭმა საკუთარ კარიერას გაუკეთა,მტერი ვერ გაგიკეთებს,მოკლედ ვინც ევროპებში წავიდა და კარგი ცხოვრება ნახა ნახევარმა დაინგრია კარიერა.
სამწუხაროდ
10 იანვარი 2022 07:37
3
კარგი იქნება თუ დაბრუნდება ჩვენს ჩემპიონატში
გიორგი კაჭკაჭიშვილი
10 იანვარი 2022 01:22
2
წინ ტორპედო ეს გუნდი ისევ იტყვის თავის სათქმელს და არა მარტო ეროვნულ ლიგაში დარწმუნებული ვარ. კარგი ხელმძღვანელობის ხელშია კლუბი რაც ყველას გვაიმედებს. ლაპარაკია ასევე ჩაკვეტაძის იჯარაზე, კანკავა 90 % ტოროში გადმოვა შეთანხმება ბოლოსკენ მიდის, არაბიძეზეც ცდა არ დააკლდება ნასიონალს, და მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორი საკმაოდ მაღალ კვალიფიციური ფრანგი და პორტუგალიელ შემტევებზე. ტორპედო უნდა გახდეს შერიფის და ბატეს ქართული მოდელი. ეს გეგმები მიზანმიმართულად ნაბიჯ ნაბიჯ პროფესიონალურად წარიმართოს რაც ხელმძღვანელებს აქვთ და ტორპედო უპირველესი გაახარებს ქართულ ფეხბურთს ევრო ტურნირებზე რაც ასე ჰაერივით ჭირდება პერმანენტული მარცხებით დაღლილ და ნიჰილიზმს მიცემული ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგს.
Polon
10 იანვარი 2022 01:22
3

სიახლეები პოპულარული