გოლი ცენტრიდან, საეჭვო პენალტი და ქამბექი - "საბურთალომ" მოგებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მიხეილ მესხმა" ეროვნული ლიგის პირველი ტურის შეხვედრას უმასპინძლა - "საბურთალო" "სამგურალს" დაუხვდა და 2:1 დაამარცხა.

ორივე გუნდი სეზონის დაწყებას საკმაოდ სახეცვლილი შეხვდა. საბურთალოელთა რიგებში რამდენიმე მოთამაშე თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა. ახალწვეულები, "თელავის" ყოფილ დამრიგებელ, გიორგი მიქაძის გუნდსაც ჰყავს.

წყალტუბოელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და კუთხური მოიპოვეს. მოკლე მონაკვეთში, "სამგურალს" ფეხბურთელები სამჯერ დაჯარიმდნენ - საკმაოდ ხისტი ორთაბრძოლები იმართებოდა.

ლევან კორღალიძის შედეგები აქცენტს ბურთის ფლობაზე აკეთებდნენ, მოედნის ცენტრში ამ კომპონენტში ბაქარ ქარდავა გამოირჩეოდა, თუმცა, ხიფათის შექმნა  უჭირდათ. გიორგი გოჩოლეიშვილმა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, თუმცა ბურთს
სტუმართა მეკარე ლევან შოვნაძე დაეუფლა.

მე-11 წუთზე წტალტუბიელები ახლად დაწყებული სეზონის სავარაუდოდ, ერთ-ერთი საუკეთესო გოლით, მინდვრის ცენტრიდან დაწინაურდნენ - დემურ ჩუხლაძემ წინ გამოსული ოთო გოშაძე შენიშნა და ბურთი თავზე გადაუგდო.

ნომინალური მასპინძლები გააქტიურდნენ, თუმცა ხიფათის შექმნას მხოლოდ არაზუსტი დარტყმებით ცდილობდნენ.

მე-16 წუთზე ჩუხლაძემ დუბლის შესრულება ისევ შორეული დარტყმით სცადა - გოშაძემ ამჯერად ბურთი კუთხურზე გადააგდო.

ტაიმის შუაში ხიფათი თბილისელებმა შექმნეს - შოვნაძემ, რომელსაც მცველები მხედველობის არეალს უზღუდავდნენ, ბურთი კუთხურზე მოიგერია. 30-ე წუთზე "საბურთალოს" იერიში დავით მაისაშვილმა ჩაშალა.

ტაიმის ბოლოს, 43-ე წუთზე საბურთალოელებმა საკამათო ეპიზოდში მთავარ არბიტრ კვირიკაშვილისგან თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც დაზარალებულმა იური ტაბატაძემ უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. არადა, ვიდეოგამეორებაზე გამოჩნდა რომ კონტაქტი საჯარიმოს გარეთ იყო.

მეორე ნახევარში გუნდებს სახიფათო იერიშების განხორციელება უჭირდათ. სეზონის სტარტი მათზე მაინც გავლენას ახდენდა - ოპტიმალური ფორმიდან შორს არიან.

71-ე წუთზე მშვენიერი ეპიზოდი ვიხილეთ - გოჩოლეიშვილმა სისწრაფის ხარჯზე მეურვეები ჩამოიშორა და პასი ირაკლი სიხარულიძეს გაუკეთა, რომელმაც კარგად დაარტყა, თუმცა წყალტუბოელთა მეკარე ლევან შოვნაძემ გუნდი მშვენიერი რეაქციით გადაარჩინა. 83-ე წუთზე კორღალიძის შეგირდებმა მეტოქის საჯარიმოში რამდენიმე გადაცემა გააკეთეს, რაც ბაქარ ქარდავას გოლით დასრულდა.

თბილისელებს დაცვაში საშინლად მოთამაშე მეტოქისთვის მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, რაც შოვნაძემ არ დაანება - ბურთი კუთხურზე გადააგდო.

27.02.22 თბილისი. "მიხეილ მესხი"

"საბურთალო" - "სამგურალი" 2:1

გოლები: 0:1 ჩიხლაძე (11), 1:1 ი.ტაბატაძე (43,პენ), 2:1 ქარდავა (83)

მომდევნო ტურში, 4 მარტს, "საბურთალო" "გაგრას" ესტუმრება, "სამგურალი" კი მეორე დღეს "ლოკომოტივს" მიიღებს.

alt"დილამ" და "თელავმა" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული