ცხადაძემ ბათუმში წაგების მიზეზი განმარტა

AutoSharing Option
ბათუმში, ევროვნული ლიგის მეორე ტურში, ადგილობრივ "დინამოსთან" 0:3 წაგების შემდეგ, თავისი კლუბის "ფეისბუქის" გვერდთან კომენტარი თბილისის "დანამოს" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გააკეთა:

"მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ. პირველი ტაიმი ჩვენი გუნდის თამაში ჩვენს შესაძლებლობებს  არ შეესაბამებოდა, რომელსაც დიდი მიზნები აქვს. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ამიტომ ზოგიერთი შეხვედრის წინ ეიფორიაში იყო.

ყველაზე დიდი პრობლემა პირველ ტაიმში ორთაბრძოლების წაგება იყო, ფაქტიურად წავაგეთ ყველა "მეორე ბურთი" და ამიტომ კატასტროფული ტაიმი გამოვიდა. რა თქმა უნდა, ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს, თუმცა
დამერწმუნეთ, პერსპექტივაში ბევრი გვაქვს სამუშაო და ბევრი შეგვიძლია. პირველი ტურის შემდეგ ვთქვი, რომ არ შეიძლება ერთი თამაშით დასკვნების გამოტანა. ეს მხოლოდ მეორე ტური იყო, ყველაფერი წინაა, იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელები ამას კარგად გაიაზრებენ, ჩვენთან ერთად გაანალიზებენ და შემდეგ გავაგრძელებთ წინსვლას".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ცხადაძემ გუნდი გუნდს დაამგავსა პროსტა ბათუმელები მართლა მაღალ დონეზე თამაშობდნენ ძალიან … თავს ზემოთ ძალა არაა ბათუმი უკეთესადაცაა დაკომექტებული უკეთახაა შეთამაშებული ამ ეტაპისთვის … ცხადაძეს თუ ხელი შეუწყო ფიფიამ და გაუშვა ის მელოტი ნაძირალა დოლიძეც ყველაფერი დალაგდება … ისე მაგარ შარშია ეს ცხადაძე … დინამოს გაწვრთნას არ უნდა დათანხმებოდა … აფერისტი ფიფო და კიდევ უფრო აფერისტი და უცოდინარი დოლიძე რავიცი მძიმედაა საქმე…
bejo
04:40 05-03-2022
5
ცხადაძე რა გინდა იცი? დინამოს საქმე ცუდადააა და ეს შენი და შენი ბოსის დამსახურებაა. გრცხვენოდეთ!
აზრი
00:56 05-03-2022
14

სიახლეები პოპულარული