"სასწრაფო წესით გამოვიყენებთ ამ კანონს და შემდეგ..." - აჩი ბერიძე დავითაშვილის ტრანსფერის დეტალებზე

AutoSharing Option
გადაცემაში "სპორტი იმედზე" ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ ზურიკო დავითაშვილის დამატებაზე ისაუბრა. 

"ზურიკო უკვე ჩვენთანაა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. თქვენ იცით, რომ უეფას მიერ მიღებული ახალი კანონი რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ლეგიონერების შესახებ, ძალაში 7 აპრილამდეა.

ამიტომ, ამ ეტაპზე ან კანონს სასწრაფო წესით გამოვიყენებთ და ვფიქრობ, ხვალ (გადაცემა ეთერში კვირას გავიდა) ის ოფიციალურად გახდება ჩვენი წევრი. 

შევიყვანთ განაცხადში დავითაშვილს და შემდეგ გავაგრძელებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს, რომ ის ჩვენთან ზუსტად იმ პირობით დარჩეს, როგორც კვარაცხელია", - ამბობს ბერიძე.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ინფრასტრუკტურა უნდა გაიმართოს მაღალი ხარისხის მინდვრები და თანამედროვე პატარა კოხტა სტადიონები ოთხივე მხრიდან ტრიბუნებით თავზე არ დააწვიმოს გულშემატკივარს ისეთები !! ფოთში რო გააკეთეს ისეთები არუნდა გაკეთდეს შEკრული საფეხბურთო მოედნები
beqa
13:15 04-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული